რას ამბობს ორბანი რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ?
რა იყო ვლადიმერ პუტინისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრის მთავარი მიზანი - უნგრეთის პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საუბრის თემა ომს უკავშირდებოდა და „მშვიდობის მისაღწევად გზებს დღეს ვეძებდით“.
ორბანი პუტინთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ უკრაინისა და რუსეთის პირველი პირების პოზიციები რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან და რომ „საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიდეთ ომის დასასრულთან“.
ამ შეხვედრის განსაკუთრებული მნიშვნელობა განპირობებულია ბოლოდროინდელი პროცესებით, რომელიც განვითარდა. იმ დროს, როცა ევროპას ძალიან სჭირდება მშვიდობა, ევროპისთვის ახლა მშვიდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. მთავარი მიზანი მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ვიდრე ჩემი ქვეყანა იქნება ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ამ მიზნის მიღწევაა.
მე ვუთხარი ბატონ პრეზიდენტს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროპა აღმოჩნდა ყველაზე რთულ მდგომარეობაში. ახლა ჩვენ ევროპაში 2.5 წელიწადია ვცხოვრობთ ომის ჩრდილში, ეს ევროპაში იწვევს ძალიან დიდ სირთულეებს. ჩვენ არ ვგრძნობთ თავს უსაფრთხოდ. ჩვენ ვხედავთ ნგრევის და ადამიანების განსაცდელში ყოფნის სურათს და ეს ომი დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე და კონკურენტუნარიანობაზე.
როგორც ვუთხარი ბატონ პრეზიდენტს, ევროპას სჭირდება მშვიდობა. ამ ორნახევარი წლის განმავლობაში მივხვდით, რომ დიპლომატიისა და დიპლომატიური კავშირების გარეშე, ჩვენ ვერ მივაღწევთ მშვიდობას,. მშვიდობა თავისით არ მოვა, მშვიდობისთვის უნდა ვიმუშაოთ და ამ მშვიდობის მისაღწევად გზებს დღეს ვეძებდით და ამ გზებზე ვმსჯელობდით ბატონ პრეზიდენტთან ერთად. მინდოდა გამეგო, რა არის ყველაზე მოკლე გზა ომის დასასრულებლად - მინდოდა, გამეგო ბატონო პრეზიდენტისგან და გავიგე, რა იყო მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რას ფიქრობს ის ამ დროისთვის არსებულ სამშვიდობო ინიციატივებზე, რას ფიქრობს ის ასევე ცეცხლის შეწყვეტაზე და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებაზე - რა თანმიმდევრობით უნდა წარიმართოს ეს პროცესი და მესამე, რაც მე მაინტერესებდა, ეს არის ხედვა, როგორი უნდა იყოს ევროპა ომის შემდეგ. მადლობას ვუხდი, ბატონ პრეზიდენტს, გულწრფელი და პირდაპირი საუბრისთვის.
ბოლო 2.5 განმავლობაში აღარ დარჩა ქვეყანა, რომელსაც შესაძლებლობა ექნებოდა კავშირი ჰქონოდა კონფლიქტის ორივე მხარესთან, უნგრეთი არის სწორედ იშვიათი გამონაკლისი, ამიტომ წინა კვირას მე ვიყავი კიევში და ახლა მე ვიმყოფები მოსკოვში. მე მივხვდი, რომ მათი სრულად განსხვავებულია, ძალიან შორს არის ერთმანეთისგან, საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიდეთ ომის დასასრულთან. უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი არის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, დავამყარეთ კონტაქტები და მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას ამ თემაზე,“ - ამბობს ვიქტორ ორბანი.