ორბანმა მშვიდობის ემისრის როლი ვერ შეასრულა - პუტინი ისევ ულტიმატუმის ენით საუბრობს

05.07.24 20:14
ორბანმა მშვიდობის ემისრის როლი ვერ შეასრულა - პუტინი ისევ ულტიმატუმის ენით საუბრობს

 

 

ორბანი მოსკოვს ხელცარიელი ტოვებს. პუტინის კეთილგანწყობამ უნგრეთის პრემიერს შედეგი ვერ მოუტანა. პუტინი ომის დასრულებას მხოლოდ ოკუპირებული რეგიონების საბოლოო დაკანონებით თანხმდება. მშვიდობის სანაცვლოდ რუსი დიქტატორი დონეცკიდან, ლუგანსკიდან და ხერსონიდან უკრაინული ჯარების გაყვანას ითხოვს. ამას ომში მყოფი უკრაინა არასდროს დათანხმდება. კაპიტულაციით მშვიდობა არ იქნება - ეს არის კიევის პოზიცია. 

არავითარი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე  - მოსკოვში ჩასულ ვიქტორ ორბანს ოფიციალური კიევის ამ განცხადებასთან ერთად დღეს ევროკავშირის უმწვავესი გზავნილებიც დაეწია. მას არა აქვს უფლება ევროკავშირის სახელით სისხლიან დიქტატორს ესაუბროს. ევროგაერთიანების ლიდერები ერთი მეორეს მიყოლებით ემიჯნებოდნენ უნგრეთის ლიდერს, რომელმაც ბრუსელის თანხმობის გარეშე მშვიდობის ემისრის როლის თამაში გადაწყვიტა. 

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები