53 ჭრილობა სახისა და ყელი არეში - შოკისმომგვრელი მტკიცებულებები ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობის საქმეში

05.07.24 20:20
53 ჭრილობა სახისა და ყელი არეში - შოკისმომგვრელი მტკიცებულებები ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობის საქმეში

 

 

დაჩეხილი და დასახიჩრებული ცხედარი, რომლის ამოცნობაც, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო - ლილოში სასტიკად მოკული ქეთი ჯავახიშვილის ფოტოები დღეს პირველად სასამართლო დარბაზში გასაჯაროვდა. ამ ფოტოებს უყურებდნენ მშობლებიც, რომლებსაც მოსამართლემ მძიმე ემოციური ფონის მდგომარეობის გამო სხდომის დატოვებაც კი შესთავაზა. 22 წლის გოგოს სხეულზე 53 ჭრილობა ჰქონდა. ნანახით ექსპერტ კრიმინალისტებიც კი გაოგნებულები იყვნენ. 

ადამიანები, ვინც ყოველ დღე უმძიმეს დანაშაულებებზე მუშაობენ, მოსამართლეს   ეუბნებოდნენ, რომ მსგავსი არ უნახავთ. ირკვევა, რომ მოძალადე კაცი ქეთი ჯავახიშვილს დანას მაშინაც კი ურტყამდა, როდესაც ის უკვე მკვდარი იყო. 22 წლის გოგოზე  ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ბრალდებული დიდი ხნის განმავლობაში ძალადობდა.

განსასჯელის სკამზე მჯდომი კაცი კი ისევ დუმს. მის ნაცვლად დღეს ადვოკატმა პირველად თქვა,რომ ცინდელიანი დანაშაულს არ უარყოფს.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები