რომელი ოპოზიციური პარტიები დადგებიან ერთად და რას შესთავაზებენ ხალხს? - ოპოზიცია მოქმედებაზე გადადის
ოლიგარქის რეჟიმის დასამარცხებლად ოპოზიცია მოქმედებაზე გადადის. დროის ათვლა დაწყებულია. მოლაპარაკებები ფინალშია. 8 ივლისს გვეცოდინება, ვინ დადგება ერთად და რას შესთავაზებენ ხალხს. რაც ვიცით ამ დროისთვის, საარჩევნოდ, სავარაუდოდ, იქნება სამი პოლიტიკური ცენტრი. ერთი - "ლელო", "ახლები", "დროა", "გირჩი" და "ევროპული საქართველო". მეორე - "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" და ცალკე ჯგუფად გახარიას პარტია.
ახლა მოსაფიქრებელია კონფიგურაცია, რითაც პარტიები ბრძოლას დაიწყებენ. ახლა საჭიროა ოპოზიციური ხმები,მიტანილი იყოს 26ოქტომბერს საარჩევნო უბნებამდე. სწორი სტრატეგიის პირობებში, ოპოზიციის ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ ჯამურად "ქართულ ოცნებაზე" 10-15 პროცენტით მოგების რეალური შანსი გაჩნდება.
და კიდევ ერთი პოლიტიკური ინტრიგა, რომელიც ყველას აინტერესებს - რას იზამს სალომე ზურაბიშვილი და იქნება თუ არა ის რომელიმე ოპოზიციური ცენტრის პრეზიდენტობის კანდიდატი.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.