სასტიკი ანგარიშსწორება ჟურნალისტებზე და დაუსჯელი მოძალადეები - 5 ივლისის უმძიმესი მოვლენებიდან 3 წელი გავიდა
3 წელი ძალადობრივი მოვლენებიდან და არცერთი დასჯილი ორგანიზატორი - 5 ივლისი, დღე, რომელიც შავი ასოებით უკვე ჩაიწერა ქვეყნის ისტორიაში. დღე, რომელიც ყველაზე მძიმე იყო მედიისთვის.
3 წლის წინ ჟურნალისტებს და ოპერატორებს ოლიგარქის რეჟიმის რადიკალურმა დაჯგუფებებმა ქუჩებში ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყვეს. 53 დაშავებული რეპორტიორი - ასეთია უპრეცენდენტო ძალადობის შედეგი.
"ტვ პირველისთვი" ეს დღე განსაკუთრებით მძიმეა. 5 ივლისს ჩვენი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა "ოცნების" დაქირავებულმა კრიმინალურმა ბანდამ სასტიკად მაშინ სცემა, როცა ის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. ლექსო რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ვინც გადარჩა, ტრამვებს ამ დრომდე ებრძვის. ოპერატორი, რომელიც სასტიკად სცემეს, იძულებული გახდა, საყვარელ საქმეზე უარი ეთქვა. ფიზიკური ანგარიშსწორებით დაწყებული შურისძიება ჟურნალისტებზე ქვეყანაში ამ დრომდე ხელისუფლების წახალისებით გრძელდება.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.