"ოცნების" პოლიტიკის შედეგი - აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო

05.07.24 20:00
"ოცნების" პოლიტიკის შედეგი - აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო

 

 

შეერთებული შტატების დემარში - ამერიკა საქართველოსთან ორმხრივი  ურთიერთობის გადახედვას იწყებს და პირველი ნაბიჯიც გადადგა. შტატები განუსაზღვრელი ვადით ამბობს უარს ჩაატაროს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები საქართველოს  ტერიტორიაზე.   "ოცნების" მიერ  ტყუილების ლაპარაკის გამო "ღირსეული პარტნიორი 2024" გაურკვეველი დროით დაპაუზებულია. 

ცრუ ბრალდებები მეორე ფრონტის გახსნასა და მთავრობის გადატრიალების მცდელობაზე ოლიგარქის რეჟიმს არ აპატიეს. ამერიკის თავდაცვის დეაპრატამენტი პირდაპირ ამბობს, რომ  წვრთნების გაუქმების მიზეზი "ოცნების" ხელისუფლების მოქმედებები გახდა. შტატები იძულებული გახდა, რადიკალური გადაწყვეტილება მიეღო და გააუქმა სამხედრო წვრთნები, რომელიც ქვეყნის თავდაცვის ძალებისთვის უმნიშვნელოვანესი  იყო.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები