ქართველი ხალხის დაკვეთა არის არა ოლიგარქის ოლიგარქით ჩანაცვლება, არამედ ევროპული რესპუბლიკა - ჩერგოლეიშვილი

05.07.24 23:23
ქართველი ხალხის დაკვეთა არის არა ოლიგარქის ოლიგარქით ჩანაცვლება, არამედ ევროპული რესპუბლიკა - ჩერგოლეიშვილი

"ქართველი ხალხის დაკვეთა არის არა ოლიგარქის ოლიგარქით ჩანაცვლება, არამედ ევროპული რესპუბლიკა" - ამის შესახებ განცხადება "ევროპული საქართველოს" წევრმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, საზოგადოებას აპრილის მოვლენებმა დაანახა, რომ ქართველ ერს ევროპული პერსპექტივა და ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება სურს. 

ქართველი ხალხის დაკვეთა არის არა ოლიგარქის ოლიგარქით ჩანაცვლება და რაღაც პიროვნების კულტზე აგებული ერთი სისტემის მეორით ჩანაცვლება, არამედ ევროპული რესპუბლიკა. ქუჩაში ხომ ვნახეთ პროტესტი და ამ ხალხს უნდა ევროპული რესპუბლიკა. ჩვენ გვჭირდება, რომ ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ. ჩვენ გვჭირდება, რომ ქართველი ხალხი ხედავდეს, რომ ნაციონალური მოძრაობა არ არის მთავარი ალტერნატივა. მთავარ ალტერნატივას ასე ვერ დაიწყებ, კამპანია დაიწყება, ნაციონალური მოძრაობა თავის პროპაგანდისტულ მანქანას აამუშავებს, რადიკალიზაცია მოხდება და შენ თუ მკაფიო პოზიცია არ გაქვს და მთელი პოლიტიკური სპექტრი მიშას მაქსიმის მძევალია, რაზეც აეწყო მთელი საკომუნიკაციო სტრატეგია, რომ ვინც მე დამიპირისპირდება უნდა განულდეს ხელოვნურად და დაიბლოკოს ეთერებიდან. ამას მიშა მანტრასავით იმეორებს. ამან გავლენა მოახდინა პოლიტიკურ სპექტრზე. ჩვენი პოლიტიკოსები იმის მძევლები არიან, რომ მიშას თუ დაუპირისპირდებიან, განულდებიან", - ამბობს ჩერგოლეიშვილი.

მსგავსი სიახლეები