პარტნიორობის შეჩერება უკან გადადგმული ნაბიჯია, რომელზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილს მტრულ რიტორიკას ეკისრება - აქუბარდია

06.07.24 11:18
პარტნიორობის შეჩერება უკან გადადგმული ნაბიჯია, რომელზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილს მტრულ რიტორიკას ეკისრება - აქუბარდია

"პარტნიორობის შეჩერება უკან გადადგმული ნაბიჯია, რომელზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილს და მის მტრულ რიტორიკას ეკისრება" - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თეონა აქუბარდია შტატების მიერ "ღირსეული პარტნიორობის" პროექტის გადადებას. 

აქუბარდია აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ქმედებებს არამხოლოდ შტატებიდან, არამედ ევროკავშირიდანაც მყისიერი პასუხი და რეაგირება მოყვება. 

"მეგობარს უნდა ეძახო მეგობარი და არა მტერი" - ამბობს აქუბარდია და იქვე ამატებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო სტრატეგიულ პარტნიორებთან მრავალწლიან ურთიერთობას დაკარგავს.

პარტნიორობის შეჩერება არის უკან გადადგმული ნაბიჯი, რისი პასუხისმგებლობაც მხოლოდ ივანიშვილს და მის მტრულ რიტორიკას, ქმედებებს ეკისრება. შესაბამისად, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ეს არ არის მხოლოდ შეერთებული შტატების ნაბიჯი. ამას უკვე აქვს ადგილი ევროკავშირის ქვეყნებიდან თავდაცვის კუთხით დაფინანსების შეჩერებას და ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ მეგობარს უნდა ეძახო მეგობარი და არა მტერი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გაგრძელდება ისე, თითქოს, არაფერი არ მომხდარა", - ამბობს აქუბარდია.

აშშ-მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო  - ამ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

ირკვევა, რომ სწავლება თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე, თუმცა ახლა საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები