შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა - გომელაურის სამსახურთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, იურისტები, ეკონომისტები და ექიმები მივიდნენ.
საპროტესტო შეკრებაზე მისულმა მოქალაქეებმა მესამე პრეზიდენტის მიერ გატარებული რეფორმები გაიხსენეს და მისი პატიმრობა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ "ოცნებას" სააკაშვილი გისოსებს მიღმა გამოკეტილი შურისძიების მიზნით ჰყავს.
მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, უამრავი ინსტიტუციური რეფორმა გატარდა, რომელმაც თანამედროვე სახელმწიფო შექმნა. ის, რომ დღეს რეალური შანსი გვაქვს გავხდეთ დასავლური ინსტიტუციების სრულუფლებიანი წევრი, სწორედ ამ პროექტების და ამ რეფორმების დამსახურებაა. მიხეილ სააკაშვილის ღვაწლი თანამედროვე სახელმწიფოს შექმნაში ფასდაუდებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი ადამიანი გარეთ იყოს“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.