პოლიტიკური გადაწყვეტილებით ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები არ უნდა დაისაჯონ - თავდაცვის ყოფილი მინისტრის პირველი კომენტარი

06.07.24 13:04
პოლიტიკური გადაწყვეტილებით ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები არ უნდა დაისაჯონ - თავდაცვის ყოფილი მინისტრის პირველი კომენტარი

 

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის პირველი კომენტარი უვადოდ შეჩერებული წვრთნების შემდეგ - ჯუანშერ ბურჭულაძე წითელი ხაზების გავლების შესახებ ალაპარაკდა.

მთავრობის ყოფილი წევრი შტატების მიერ "ღირსეული პარტნიორობის" პროექტის გადავადებას "დასანანს" უწოდებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო ჯარისკაცები არ უნდა ისჯებოდნენ.

რა თქმა უნდა, დასანანია ეს ქმედება და მე მინდა ვთხოვო ყველას, ჩვენს პარტნიორებს, ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს ხოლმე, რომ გასაგებია ამ მასშტაბის ღონისძიება არ არის მხოლოდ სამხედრო ღონისძიება. ეს არის სამხედრო-პოლიტიკური ღონისძიება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ათეული წლების განმავლობაში იცავდნენ არამხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს ნატოს წევრები არიან, არამედ მსოფლიო მშვიდობას. ამიტომ ყოველთვის წითელი ხაზი უნდა გავავლოთ, რომ არ დაისაჯონ პოლიტიკური გადაწყვეტილებით ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები", - ამბობს ბურჭულაძე.

აშშ-მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო  - ამ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

ირკვევა, რომ სწავლება თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე, თუმცა ახლა საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები