ბურჯანაძე თბილისის მერად მელიას, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე კი ხოშტარიას უჭერს მხარს

27.07.21 12:11
ბურჯანაძე თბილისის მერად  მელიას, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე კი ხოშტარიას უჭერს მხარს

ნინო ბურჯანაძე თბილისის მერად ნიკა მელიას, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე კი ელენე ხოშტარიას უჭერს მხარს.

,,ერთიანი საქართველოს" ლიდერი ამბობს, რომ ახლა გამარჯვება ოპოზიციურ ერთობაზე გადის.

შალვა ნათელაშვილი ფიქრობს, თუმცა პრაქტიკულად გადაწყვეტილი აქვს, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს არც ის დააყენებს და მერად მელიას დაუჭერს მხარს.

არიან ადამიანები, მათ შორის ჩემი ყოფილი მომხრეები, რომლებიც არ იღებენ ჩემს ამ გადაწყვეტილებას, რომ ერთიან კანდიდატს უნდა დავუჭიროთ მხარი. მაგრამ მე ვიცი, რომ ეს ქვეყნისთვის სწორი გადაწყვეტილებაა"- აცხადებს ბურჯანაძე. 

შალვა ნათელაშვილიის თქმით, მთავარია, ივანიშვილმა არჩევნებზე 43%-ის აღება ვერ მოახერხოს: 

ის, რომ ,,ქართულმა ოცნებამ", ივანიშვილმა არ გაბედოს 43%-ის დაწერა, ეს სწორედ ჩვენი საერთო პრობლემაა, საბრძოლი თემა და არა ვინ იქნება ქუთაისის, თბილისის, თუ ზუგდიდის მერი. არ უნდა ავრიოთ მთავარი და მეორეხარისხოვანი პრიორიტეტები. 

რაც შეეხება ჩვენგან თბილისის მერის, თუ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ეს შეიძლება, დავასახელოთ, ან არ დავასახელოთ, ამაზე მსჯელობა მიდის",- აცხადებს ნათელაშვილი.