რუსეთმა ფარცხალაძეს საიმპერატორო გვარი მისცა - როგორ გახდა საქართველოს ექს-მთავარი პროკურორი რომანოვი?

06.07.24 21:03
რუსეთმა ფარცხალაძეს საიმპერატორო გვარი მისცა - როგორ გახდა საქართველოს ექს-მთავარი პროკურორი რომანოვი?

 

რუსეთმა ოთარ ფარცხალაძეს საიმპერატორო გვარი მისცა. საქართველოს ექს მთავარი პროკურორი ოთარ ანზორევიჩ რომანოვი გახდა. 

2024 წლის 18 ივნისს, ოთარ ფარცხალაძის დაბადების დღის წვეულებაზე, სადაც სპეციალური მიწვევით რუსული ესტრადის "ვარსკვლავები" მღეროდნენ, სტუმრებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი არა ოთარ ფარცხალაძის, არამედ ოთარ რომანოვის დაბადების დღეზე იყვნენ. 

რატომ შეიცალა გვარი ფარცხალაძემ? - რუსეთის ჯაშუშობის გამო სანქცირებული ფარცხალაძის მეგობრები "შაბათის ეთერს" უმტკიცებენ, რომ ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა რუსულ არქივებში იპოვა დოკუმენტი, რომ იმპერატორის შთამომავალია. 

"შაბათის ეთერის" მიპოვებული დოკუმენტების თანხმად,  რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2024 წლის მინიმუმ 8 აპრილს უკვე გაცემული ჰქონდა, ფარცხალაძის სახელზე შეცვლილი გვარით ახალი პასპორტი. 2024 წლის 12 ივნისის ამონაწერით ფარცხალაძე გვარი შეცვლილი აქვს და ახალი მოწმობაში ოთარ რომანოვი ფარცხალაძით არის მითითებული. 

"შაბათს ეთერმა" რუსეთის ერთიან რეესტრში დოკუმეტების გადამოწმების შემდეგ აღმოაჩინა, რომ თარ ფარცხალაძემ გვარის შეცვლის შემდეგ, ყველა მისი კომპანიის მონაცემები განაახლა, ახალ კომპანია საერთაშორისო ბიზნეს კორპორაცია ამონაწერშიც ის ოთარ რომანოვად ფიქსირდება. ყველა დოკუმენტის 2024 წლის აპრილში შეიცვალა.

ოთარ ფარცხალაძის გვარის ცვლილება  დროში შტატების მიერ ჯერ მის დასანქცირებას, შემდგე კი საქართველოს მოქალაქეობის ოფიციალურად ჩამორთმევას ემთხვევა. ახლა მთავარი კითხვაა, იყო თუ არა რუსული სპეცსამსახურების ჯილდო წარმატებით შესურულებული მისიისთვის? 

თუ ოთარ ფარცხალაძემ ისტორიული წარსული გამოიკვლია და მის წინაპრებს შორის რუსეთის იმპერატორის შთამომავლები აღმოაჩინა, მაშინ, იგივე შთამომავლები ჰყავს ფარცხალძის მშობლებსაც და გვარი ფარცხალაძე რომანოვით მათაც უნდა შეეცვალათ, თუმცა "შაბათის ეთერმა" გადაამოწმა და საჯარო წყაროებში ფარცხალაძის მშობლებიც და შვილიც ისევ ძველი გვარით ფიქსირდებიან, ეს გარემოება კი აჩენს ეჭვს, რომ რუსეთს საიმპერატორი გვარის მინიჭება, შესაძლოა რუსული სპეცსამსახურების სვლა იყოს.

ასევე, "შაბათის ეთერიმა" გამოგზავნილი კადრების გაშიფვრის შედეგად დაადგინა, რომ ფარცხალაძის დაბადების დღეზე მხოლოდ მოსკოველი სტუმრები არ ყოფილა.  ვინ ჩავიდა თბილისიდან ფარცხალაძის სანახავად და "ივანუშკის" მოსასმენად? - ნახეთ, მარიამ გაფრინდაშვილის რეპორტაჟში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები