სოსო ჯაჭვლიანმა წულუკიანს ღირსების სასამართლო სიკვდილის შემდეგ მოუგო

06.07.24 21:49
სოსო ჯაჭვლიანმა წულუკიანს ღირსების სასამართლო სიკვდილის შემდეგ მოუგო

 

სოსო ჯაჭვლიანმა წულუკიანს ღირსების სასამართლო სიკვდილის შემდეგ მოუგო. "ქართული ოცნების" ვეტერანი წევრი უდანაშაულო აღმოჩნდა.  

საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, შაბათის ეთერისთვის ცნობილი ხდება, რას ედავებოდა წულუკიანის სამინისტრო, სოსო ჯაჭვლიანს და მის ფედერაციას. საუბარია ჯამში 16 ათას ლარზე და მათ შორის კურსის ცვლილების შედეგად გაჩენილ, 10 ლარიან სხვაობაზე. 

გაირკვა, რომ ღონისძიებისთვის გამოყოფილი 130 ათასი ლარი სრულად არც დაუხარჯავთ, ფედერაციამ სამინისტროში, დარჩენილი ფულიც დააბრუნა.

ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები მოიპოვა შაბათის ეთერმაც. ამ დოკუმენტებისა და წაგებული სასამართლო დავის შესახებ, თეა წულუკიანისთვის დიდი ალბათობით ცნობილია, თუმცა მისი უწყების ოფიციალურ გვერდზე მაინც გამოქვეყნდა განცხადება იმის შესახებ, რომ სოსო ჯაჭვლიანის საქმეზე, გამამართლებელი განაჩენი არ დამდგარა. 

ხალხი კი, ვინც ჯაჭვლიანს კვერცხებს ესროდა, სამინისტრომ დააჯილდოვა. საგანგებოდ მათთვის, ახალი კავშირი  შეიქმნა და 29 ივნისს, სპორტის სასახლეში, ზუსტად ის ადამიანები ვნახეთ, ვინც სოსო ჯაჭვლიანს უპირისპირდებოდა. ბუნტის მეთაურების გვარები მკლავჭიდის კავშირის დაფუძნებლებს შორისაც იკითხება.

ჯამბულ ვიბლიანი და ვასილ დაუთაშვილი სოსო ჯაჭვლიანმა ფედერაციიდან გარიცხა.  მათ კი მხარდაჭერა ისევ ოცნებისგან, ოღონდ ამჯერად წულუკიანის სამინისტროსგან მიიღეს.  მაშინ, როდესაც სოსო ჯაჭვლიანის დატოვებული ფედერაცია დღემდე მოქმედია, ზუსტად იგივე ფუნქციის გაერთიანებას, მხოლოდ ერთსიტყვიანი სხვაობით, ისევ ვიბლიანი და დაუთაშვილი აფუძნებენ.

მხოლოდ 2 გვარი და 2 დამთხვევა არ არის. საუბარია 10-მდე პირზე, ვინც უპირისპირდებოდა სოსო ჯაჭვლიანს და ვინც ახლა, ჯაჭვლიანის ფედერაციის იდენტური კავშირი დააფუძნა. მათ შორისაა გენადი კვიკვინია.

კვიკვინიაც ამბოხებული მკლავჭიდელების გუნდშია. ამ გუნდში იყო სოსო ჯაჭვლიანზე თავდასხმის დღესაც და არის ახლა, როდესაც ისინი წულუკიანის დაფინანსების იმედად, ახალ ორგანიზაციას აფუძნებენ.

როდესაც დამფუძნებელ შეხვედრაზე "შაბათის ეთერის" გუნდი მივიდა, იქ ნამდვილი განგაში გამოცხადდა. წინა პლანზე იყო თეა წულუკაინის უცვლელი, რჩეული კადრი ახალბედაშვილი - უფრო მეტი ნახეთ, მაკა ჩიხლაძის სპეციალურ რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები