შედეგი არის, რომ ფაქტობრივად, დაპაუზებულია საქართველოსა და შტატებს, ევროკავშირს შორის სტრატეგიული პარტნიორობა - ჩიხლაძე

06.07.24 17:18
შედეგი არის, რომ ფაქტობრივად, დაპაუზებულია საქართველოსა და შტატებს, ევროკავშირს შორის სტრატეგიული პარტნიორობა - ჩიხლაძე

"შედეგი არის, რომ ფაქტობრივად, დაპაუზებულია საქართველოსა და შტატებს, ევროკავშირს შორის სტრატეგიული პარტნიორობა" - ამის შესახებ განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, სერგო ჩიხლაძემ გააკეთა.

მისი თქმით, შტატების მიერ სამხედრო წვრთნის გადადება მოსალოდნელი იყო, რადგან როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, ივანიშვილის ხელისუფლება დასავლეთს ცრუ ბრალდებებს უყენებს.

მათ, რომ გლობალური ომის პარტიას უწოდებს, შეთქმულებაში ადანაშაულებს, გადატრიალებას მიწყობენ და ა.შ., რა თქმა უნდა, დადგებოდა ეს შედეგი. შედეგი არის, რომ ფაქტობრივად, დაპაუზებულია საქართველოსა და შტატებს, ევროკავშირს შორის სტრატეგიული პარტნიორობა", - ამბობს ჩიხლაძე.   

აშშ-მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო  - ამ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

ირკვევა, რომ სწავლება თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე, თუმცა ახლა საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები