სპეცსამსახურების შეფის აქამდე უცნობი თევზის ბიზნესი კახეთში

06.07.24 21:27
სპეცსამსახურების შეფის აქამდე უცნობი თევზის ბიზნესი კახეთში

 

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, კახეთში, სოფელ კარდენახის მიმდებარედ ხელოვნურ ტბებს ფლობს, სადაც თევზის ბიზნესი აქვს. 

ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, 158 652 კვ.მ მიწიდან, ჩუბინიძეს მხოლოდ ნაწილი 65 000 კვ.მ ეკუთვნის. ნაწილი კი მის ნდობით აღჭურვილი პირის, გიორგი მახარობლიშვილის სახელზეა გაფორმებული. მახარობლიშვილი ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაღალჩინოსანია. ანზორ ჩუბინიძემ "შაბათის ეთერს" დაუდასტურა, რომ თევზის ბიზნესს კახეთში სწორედ სპეცსამსახურების თანამშორმელი მართავს. 

ანზორ ჩუბინიძემ ტერიტორიების ნაწილი 2012 წლამდე, იმ პერდიოში შეიძინა, როდესაც ბიძინა ივანიშივლი პირადი მცველი იყო, თუმცა ჩუბინიძის სახელმწიფო დაცვის სპეცსასამსაუხრის უფროსად დანიშნვის შემდეგ ბიზნესი გაფართოვდა  და ახალი ტერიტორიები შეიძინეს. 

"შაბათის ეთერს" ჩუბინიძემ დაუდასტურა, რომ ახალი ტერიტორიებიც ერთობლივი ბიზნესიდან მიღებული ფულით იყიდეს, თუმცა ქონება არა მის სახელზე არამედ, მისი ნდობით აღჭურვილი პირის, გიორგი მახარობლიშვილის სახელზე გაფორმდა.

სცადა თუ არა ამ ფორმით ჩუბინიძემ ქონების გადამალვა? - ვრცლად ნახეთ შაბათის ეთერის ჟურნალისტური გამოძიება.

მსგავსი სიახლეები