"აშშ-ს პოლიტიკური სიგნალი ამ რეჟიმს" - ბარამიძე წვრთნების შეჩერებაზე
"აშშ-ს პოლიტიკური სიგნალი ამ რეჟიმს", - ასე აფასებს ყოფილი თავდავის მინისტრი გიორგი ბარამიძე ამერიკის გადაწყვეტილებას, აღარ ჩაატაროს საქართელოში ფართომასშტაბიანი წვრთნები.
ამასთან, ბარამიძე ხაზს უსვამს, რომ ეს ფაქტი უარყოფითად აისახება ქართველ სამხედროებზეც, რომლებიც აღნიშნული წვრთნებით მნიშვნელოვან გამოცდილებას იძენდნენ.
ძალიან სამწუხაროა, განსაკუთრებით ჩემთვის, როგორც საქართველოს ყოფილი თავდავის მინისტრისთვის, რადგან ნათელია, რომ ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ჩვენს სამხედროებს მოაკლდებათ წვრთნა, ის თანამედრივე ცოდნა, რომელიც საჭიროა საქართელოს დაცვისთვის, არამედ ეს არის ასევე, პოლიტიკური სიგნალი ამ რეჟიმს. ჩვენი გულწრფელი და ერთგული მეგობარი მტრად მოვიკიდეთ, ყოველ შემთხვევაშ, ამ ხელისუფლების პირობებში ასეა, რაც არავითარ შემთხვევაში ასე არ დარჩება, - ამბობს გიორგი ბარამიძე.
შტატები განუსაზღვრელი ვადით ამბობს უარს ჩაატაროს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე. ამერიკა აცხადებს, რომ ამის მიზეზი ის პოლიტიკაა, რომელსაც "ქართული ოცნება" სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებით აწარმოებს.