აშშ საქართველოსთან სტარტეგიული პარტნიორობის გადახედვა დაიწყო - გიორგი ვაშაძე წვრთნების შეჩერებაზე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდრი გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ აშშ-ს გადაწყვეტილებები მხოლოდ სამხედრო სფეროს არ შეეხება. საქმე ეხება ამერიკის მიერ საქართველოში ფართომასშტაბიანი სამხედრო წრთნების შეჩერებას.
ოპოზიციონერი ლიდერი იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა კიედვ უფრო გარღმავდება.
ასეთი გადაწყვეტილება არ შეეხება მხოლოდ სამხედრო სფეროს. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ სრულფასოვნად დაიწყო აშშ-მ სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვა საქართველოსთან, მაგრამ კარგია ის, რომ ეს არის მხოლოდ დროებითი მოქმედება და 26 ოქტომბრეს ყველას გვაქვს შესაძლებლობა, ეს ყველაფერი გამოვასწოროთ. არა მხოლდო აღვადგინოთ სტრატეგიული ღრმა თანამშრომლობა აშშ-თან, არამედ ჩვენი გამრჯვება ნიშნავს უიზო მიმოსვლას ამერიკასთან, ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში, მაღალანაზღაურებად სამუშო ადგილებს, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
შტატები განუსაზღვრელი ვადით ამბობს უარს ჩაატაროს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე. ამერიკა აცხადებს, რომ ამის მიზეზი ის პოლიტიკაა, რომელსაც "ქართული ოცნება" სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებით აწარმოებს.