დასავლეთი ითანამშრომლებს ისეთ ხელისუფლებასთან, რომელიც არის ადეკვატური - გედევან ფოფხაძე
აშშ-ს მიერ საქართელოშ სამხედრო წვრთნების შეჩერების შემდეგ ოპოზიცია გამოსავალს მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებაში ხედავს. "ახალის" წევრი გედავან ფოფხაძე დარწმუნებულია, რომ დასავლეთი ადეკვატურ ხელისუფლებასთან ითანამშრომლობს, რაც "ოცნების" პირობებში შეუძლებელია.
გამოსავალი მარტო ერთია - „ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს და დასავლეთი ითანამშრომლებს ისეთ ხელისუფლებასთან, რომელიც არის ადეკვატური. „ქართულ ოცნებას“ თუ მართლა ეგონა, რომ რუსული კანონის მიღებით ის არ დაკარგავდა დასავლელ პარტნიორებს, ამაზე მეტი არაადეკვატურობა ძნელად წარმოსადგენია, - ამბობს გედევან ფოფხაძე.
შტატები განუსაზღვრელი ვადით ამბობს უარს ჩაატაროს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე. ამერიკა აცხადებს, რომ ამის მიზეზი ის პოლიტიკაა, რომელსაც "ქართული ოცნება" სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებით აწარმოებს.