აშშ-მ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა დაიწყო - გია ხუხაშვილი
აშშ-მ დაიწყო სრულფასოვანი, ყოვლისმომცველი გადახედვა საქართველოსთან ურთიერთობების, - ასე აფასებს პოლიტიოლოგი გია ხუხაშვილი იმ ფაქტს, რომ ამერიკა საქართველოში სამხედრო წვრთნებს აღარ ჩაატარებს. ექსპერტი პირდადპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკის გამო სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერობები ძალიან გაცივდა.
აშშ-მ დაიწყო სრულფასოვანი, ყოვლისმომცველი გადახედვა საქართველოსთან ურთიერთობების და ეს დეგრადაციის პროცესის შემდგომი ეტაპია. მოგეხსენებათ, საქართველოსთვის ამ მძიმე სამყაროში, სადაც გლობალური ცივი ომი მიმდინარებს, უსაფრთხოების თემები არის პრიორიტეტული და ჯარმა განსაკუთრებით კარგად იცის, თუ რას ნიშნავდა ეს წვრთნები, სასიცოცხლოდა მნიშვნელოვანი იყო ქართული არმიისთვის, მაგრამ გამომდინარე იმ პოლიტიკიდან, რასაც ხელისუფლება ბოლო პერიოდში ატარებს, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები, რბილად რომ ვთქვთ, ძალიან გაცივდა, - ამბობს გია ხუხაშვილი.
შტატები განუსაზღვრელი ვადით ამბობს უარს ჩაატაროს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე. ამერიკა აცხადებს, რომ ამის მიზეზი ის პოლიტიკაა, რომელსაც "ქართული ოცნება" სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებით აწარმოებს.