ივანიშვილის მიზანმიმართული პოლიტიკის ლოგიკური შედეგი - ზაზა ბიბილშვილი წვრთნების შეჩერებაზე

07.07.24 12:05
ივანიშვილის მიზანმიმართული პოლიტიკის ლოგიკური შედეგი - ზაზა ბიბილშვილი წვრთნების შეჩერებაზე

ფონდ "ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ აშშ-ს გადაწყვეტილება საქართველოში წვრთნების შეჩერების შესახებ ივანიშვილი და მისი რეჟიმის პოლიტიკის შედეგია. ექსპერტის თქმით, ეს არის პასუხი იმ უსაფუძვლო ბრალდებებზე, რომელსაც "ოცნება" დასავლელ პარტნიორებს უყენებს.

სამწუხაროდ, ეს არის ძალიან ლოგიკური შედეგი იმ მიზანმიმართული პოლიტიკის, რომელსაც ივანიშვილი ატარებს. ამერიკელებმა დააკონკრეტეს არა მხოლოდ ზოგადად მთავრობის პოლიტიკა, არამედ ის კონკრეტული ბრალდებები, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი აჟღერებს ამერიკის და ზოგადად, დასავლეთის მიმართ, თითქოს ამერიკას, ნატოს და კოლექტიურ დასავლეთს სურს საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი. ასეთ ბინძური ცილისწამება ჩვენი მეგობრების მიმართ გახდა მიზეზი იმისა, რომ ამერიკელებმა თქვეს, რომ კი, ბატონო, თქვენ თუ მიგაჩნივართ მტრებად, მაშინ ჩვენ, მინიმუმ, ამ ტიპის სწვალებებს აღარ განვახორციელებთ თქვენთან ერთად, - ამბობს ზაზა ბიბილაშვილი. 

შტატები განუსაზღვრელი ვადით ამბობს უარს ჩაატაროს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები საქართველოს  ტერიტორიაზე. ამერიკა აცხადებს, რომ ამის მიზეზი ის პოლიტიკაა, რომელსაც "ქართული ოცნება" სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებით აწარმოებს.     

მსგავსი სიახლეები