რა არის საჭირო "ოცნების" დასამარცხებლად და როგორი იქნება ოპოზიციის კონფიგურაცია საარჩევნოდ?
დრო იწურება. ოპოზიციას ბოლო დღე აქვს იმის გადასაწყვეტად, ვინ ვისთან ერთად იბრძოლებს გადამწყვეტ არჩევნებზე და ვინ რას დათმობს ერთობისთვის. პასუხი პოლიტიკურმა პარტიებმა ხვალ უნდა თქვან.
მოლაპარაკებების პროცესი აჩვენებს, რომ, სავარაუდოდ, ოქტომბრისს არჩევნებზე მისულ მოქალაქეებს არჩევანისს გაკეთება სამი ოპოზიციური ცენტრის გარშემო მოუწევს. ერთი ბლოკი "ლელოს", მეორე "ნაციონალირი მოძრაობის", მესამე კი გიორგი გახარიას პარტიის ირგვლივ იკვრება.
"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საჭიროა, ოპოზიციურ ფლანგზე არჩევანის საშუალება არსებობდეს. ოპოზიციონერი ლიდერი გამარჯვების ფორმულას მარავალპოლუსიან ველში ხედავს. მისი თქმით, "ლელო" რამდენიმე მიზიდულობის ცენტრის შექმნის აუცილებლობას განიხილავს.
აუცილებელია, რომ არსებობდეს არჩევანი ოპოზიციური ფლანგზე, ოღონდ ისე უნდა მოხდეს ოპოზიიცურ პარტიებს შორის შეთანხმება, რომ გამოირიცხოს რომლიმე ოპოზიციური პარტიის 5%-იანი ბარიერის მიღმა იმისთვის, რომ არ დაიკარგოს ხმები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ მხარდამჭერი მრავალპოლუსიანი ველის, ჩვენ ვართ მხარდამჭერი ერთობის ოპოზიციური პარტიების, რომელიც იძლევა სინერგიულ ეფექტს, რომელიც წაახალისებს ჩვენს ამომრჩეველს. „ლელო“განიხილავს რამდენიმე მიზიდულობის ცენტრის შექმნის აუცილებლობას და შესაბამისად, ენმ მიიღებს მონაწილეობას ცალკე, „ლელო“ მიიღებს მონაწილეობას ცალკე. ეს არაერთხელ გვითქვამს, ხვალაც იგივე გავიმეორებთ, - ამბობს აბდრი ჯაფარიძე.
არჩევნებში გასამარჯვებლად სწორი ფორმულის მნიშვნელობაზე საუბრობს პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია. გვარამია პირდაპირ ამბობს, რომ ამგვარი ფორმულა ერთიანი სია ვერ იქნება, რადგან ამის წინააღმეგ უკვე არაერთი პარტია გამოვიდა. მისივე თქმით, "ახალი" სანდო პარტნიორად "დროა", "ლელოს" და "გირჩს" მიიჩნევს.
წინსაარჩევნოდ ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორი ფორმულა, რომელიც მოიტანს გამარჯვებას უპირობოდ. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამგვარი ფორმულა ვიპოვნოთ. ჩვენს პარტიას, „ახალს“ ამგვარ ფორმულად არ მიაჩნია ერთიანი სია ანუ ყველა ერთ ნავში, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს უკვე ჩანს, რომ ფაქტობრივად, შეუძლებელია. გვყავს სუბიექტები, რომლებიც ამაზე ღია და აბსოლუტურადხაზგასმულად ამბობს უარს და მეორე, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ციფრებში პოზიტიურ შედეგს მოგვცემს. „დროა“, „გირჩ“, „ლელო“ არის ჩვენთვის სასურველი, საინტერესო, სანდო და მისაღებ პარტნიორი, - ამბობს ნიკა გვარამია.
ახლა ყველაზე საინტერესოა, სად წავლენ მათ შორის დამოუკიდებელი დეპუტატები და რას იტყვის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საზოგადოების დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.