"საუბარი ევროპაზე" - ოპოზიციამ ქართველ ემიგრანტებთან ვირტუალური შეხვედრა გამართა
რას სთავაზობს ოპოზიცია ქართველ ემიგრანტებს და როგორ ესახებათ მათი მონაწილეობა საარჩევნო პროცესში? - პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ თანამემამულეებთან ვირტუალური შეხვედრა გამართეს. საუბარი ევროპაზე - ასე ეწოდება ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც ქართველი პოლიტიკოსები იძულებით შრომით მიგრაციაში წასულ მოქალაქეებს უხსნიან, რა სარგებლობას მოუტანს ქვეყანას ევროკავშირის წევრობა.
პოლიტიკსოების შეშფოთებას იწვევს დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც, მათი აღქმით, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ხელისუფლებას აქვს დაწყებული. ეს ყველაფერი კი განსაკუთრებით შემაშფოთებელი გახდა რუსული კანონის მიღების პროცესში.