"ეს ძალიან ცუდია" - კობახიძის მოკლე პასუხი პენტაგონის გადაწყვეტილებაზე
"ეს ძალიან ცუდია", - ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი "პირველების" კითხვას პენტაგონის უპრეცედენტო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც საქართველოში სამხედრო წვრთნები შეაჩერა.
ირაკლი კობახიძე ცოტა ხნის წინ ოპერისა და ბალეტის თეატრში ლიანა ისაკაძის სამოქალაქო პანაშვიდეს იყო მისული, თუმცა იქაორობა ისე დატოვა, რომ "პირველების" კითხვას, გრძნობს თუ არა ის აშშ-ს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას, ვრცლად არ უპასუხა.
კომენტარი დღეს არც კახა კალძემ გააკეთა.
შტატები განუსაზღვრელი ვადით ამბობს უარს ჩაატაროს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე. ამერიკა აცხადებს, რომ ამის მიზეზი ის პოლიტიკაა, რომელსაც "ქართული ოცნება" სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებით აწარმოებს.