"სანამ "ოცნებაა" ხელისუფლებაში, აშშ იძულებულია მსგავსი ნაბიჯები გადადგას" - ბადრი ჯაფარიძე პენტაგონის გადაწყვეტილებაზე

07.07.24 13:33
"სანამ "ოცნებაა" ხელისუფლებაში, აშშ იძულებულია მსგავსი ნაბიჯები გადადგას" - ბადრი ჯაფარიძე პენტაგონის გადაწყვეტილებაზე

იძულებითი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმული აგრესიული ნაბიჯების გამო, - ასე აფასებს "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პენტაგონის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც აშშ საქართელოში სამხედრო წვრთნებს შეაჩერებს.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ვიდრე ხელისუფლებაში "ქართული ოცნებაა", აშშ იძლებულია, მსგავის გადაწყვეტილებები მიიღოს. 

აშშ-ს გადაწყვეტილება არის იძულებითი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმული აგრესიული ნაბიჯების გამო აშშ-ს მიმართ, იმ განცხადებების გამო, რომელიც გააკეთა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, როდესაც ჩვენი მეგობარი ქვეყანა დაადაშანაულა იმის ნაცვლად, რომ დაადანაშაულოს რეალური აგრესორი. ამიტომ, ცხადია, რომ სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, აშშ იძულებულია გადადგას ისეთი ნაბიჯები, როგორიც მაგალითად, გამოიხატა ამ პროგრამის შეჩერებაში, - ამბოლბს ბადრი ჯაფარიძე.

შტატები განუსაზღვრელი ვადით ამბობს უარს ჩაატაროს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები საქართველოს  ტერიტორიაზე. ამერიკა აცხადებს, რომ ამის მიზეზი ის პოლიტიკაა, რომელსაც "ქართული ოცნება" სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებით აწარმოებს.  

მსგავსი სიახლეები