როცა შენს სტრატეგიულ პარტნიორს მტრად აცხადებ და ლანძღავ, აღარ უნდა მოელოდო, რომ ის შენ წვრთნებს ჩაგიტარებს - ლილუაშვილი
როცა შენს სტრატეგიულ პარტნიორს მტრად აცხადებ და ლანძღავ, აღარ უნდა მოელოდო, რომ ის შენ წვრთნებს ჩაგიტარებს, - ამის შესახებ "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი საუბრობს. ოპოზიციის წევრი აშშ-ს მხრიდან წვრთნების შეჩერებაში "ოცნების" პასუხისმგბელობას ხედავს.
ეს წვრთნები არ არის მხოლოდ წვრთნები, ეს არის პოლიტიკური გზავნილი მათ შორის იმისა, რომ აშშ-ს არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი, მათ შორის, თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების სფეროში. როდესაც სტრატეგიულ პარტნიორს უპირისპირებ ლანძღვას, აცხადებ მას მტრად, ცდილობ, რომ გამოაცხადო გლობალური ომის პარტიად, რომელიც შენთან თურმე მეორე ფრონტსი გახსნას ცდილობს, ამ სახელმწიფოსგან აღარ უნდა გქონეს მოლოდინი, რომ ის შენ წვრთნებს ჩაგიტარებს და თავდავისუნარიანობის ნაწილში მოგეხმარება მანამ, სანამ შენ ამ ქვეყანაში დემოკრატიულ განვითარებას არ დააბრუნებ, - ამბობს ლილუაშვილი.
შტატები განუსაზღვრელი ვადით ამბობს უარს ჩაატაროს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე. ამერიკა აცხადებს, რომ ამის მიზეზი ის პოლიტიკაა, რომელსაც "ქართული ოცნება" სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებით აწარმოებს.