აშშ-ს მხრიდან წვრთნების შეჩერება "ოცნების" პოლიტიკის შედეგია - ანი წითლიძე
წვრთნების გაურკვეველი ვადით გადადება აშშ-ს მხრიდან, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს, - ამის შესახებ ენმ-ს წევრი ანი წითლიძე საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, დასავლეთმა "ოცნება" არაერთხელ გააფრთხილა, რომ თუ ქვეყნის ევროინტეგრაციის დაზიანებას არ შეწყვეტდა, ამაზე პასუხისმგბელობის აღება აუცილებლად მოუწევდა.
წვრთნების გაურკვეველი ვადით გადადება აშშ-ს მხრიდან, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს და რასაც ჰქვია საქართველოს იზოლაცია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. არაერთი გაფრთხილება იყო აშშ-ს მხრიდან, არაერთი გაფრთხილება იყო ჩვენი ევროპელი პარტნორების მხრიდან, რომლებიც პირდაპირ ეუბნებოდნენ „ქართულ ოცნებას“ , რომ თუ არ შეწყვეტდა საქართველოს ევროპული კურსის ინტეგრაციის და დემოკრატიული ღირებულებების შელახვას და დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლას, მას მოუწევდა პასუხისმგებლობის აღება, - ამბობს ანი წითლიძე.
შტატები განუსაზღვრელი ვადით ამბობს უარს ჩაატაროს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე. ამერიკა აცხადებს, რომ ამის მიზეზი ის პოლიტიკაა, რომელსაც "ქართული ოცნება" სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებით აწარმოებს.