ვინ რა კონფიგურაციით მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში? - ოპოზიცია დიდი გადალაგებისთვის ემზადება
ვინ რა კონფიგურაციით მიიღებს მონაწილეობას ოქტომბრის არჩევნებში? ოპოზიცია დიდი გადალაგებისთვის ემზადება. წინასწარი ინფორმაციით, იქმნება სამი ოპოზიციური ცენტრი, რაც ნიშნავს იმას, რომ "ოცნების" კონკურენტები არჩევნებზე ერთიანი სით არ წარდგებიან.
"ლელო", "ახლები", "ევროპული საქართველო", "დროა" და "გირჩი" სავარაუდოდ, ერთად შეეცდება დაამარცხოს ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი. ცალკე იქნება "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც პოლიტიკაში ახალი სახეების შემოყვანას აანონსებს.
დამოუკიდებელი მოთამაშეობა უნდა ექს პრემიერ გიორგი გახარიას. საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ლიდერები ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიების გადალაგებით "ქართულ ოცნებაზე" მეტ ხმას აგროვებენ, ბარიერს მიღმა კი არცერთი პროდასავლური ძალა არ რჩება.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.