ვინ აპირებს ენმ-თან ერთად არჩევნებში მონაწილეობას და ვიხილავთ თუ არა გაერთიანებაში გიორგი მარგველაშვილს?

08.07.24 11:25
ვინ აპირებს ენმ-თან ერთად არჩევნებში მონაწილეობას და ვიხილავთ თუ არა გაერთიანებაში გიორგი მარგველაშვილს?

იქნება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი გიორგი მარგველაშვილი? - მეოთხე პრეზიდენტს შეთავაზება გაუკეთეს. მას საარჩევნო პროცესში ჩართვა პირადად მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა. დღეს ექს რეზიდენტმა პასუხი უნდა თქვას, ბრუნდება თუ არა დიდ პოლიტიკაში, რომ ოლიგარქიული რეჟიმი დაამარცხოს.

ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ყრილობა სააღამოს გაიმართება. ნაციონალებში იმ კონფიგურაციას წარადგნენ, რომლითაც ოქტომბრის არჩევნებზე წარდგენიან.

"პირველების" ინფორმაციით, სააკაშვილის დაფუძნებულ პარტიას ინდივიდუალური პოლიტიკური სუბიექტები, ყოფილი დიპლომატები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები უერთდებიან. ჩვენი ინფორმაციით, მათ რიგებში იქნებიან ლაშა ბაქრაძე, გია ჯაფარიძე, ზაზა ბიბილაშვილი, არმაზ ახვლედიანი, თამარ კორძაია. დიდი ალბათობით 5 ნომრის გარშემო გაერთიანდება დავით ქაცარავაც.

დღევანდელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარე თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელსაც დაასახელებს. "პირველების" ინფრომაციით, ეს მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე იქნება.

დიდი ალბათობით, ენმ-ს კონფიგირაციასთან დაკავშირებით დღეს საკუთარ სასამართლო პროცესზე ისაუბრებს მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც სხდომას დისტანციურად ჩაერთვება. 

"პირველებმა" ასევე გაარკვია, რომ ახალი კონფიგურაციის ფორმატში არჩევნებზე 5 ნომრის გასწვრივ არა "ნაციონალური მოძრაობა" , არამედ ახალი სახელწოდება "ერთიანობა" ეწერება. 

უფრო მეტი პარტიის კონფიგურაციის შესახებ ცნობილი ყრილობის დროს გახდება.

 

მსგავსი სიახლეები