პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მივმართავ - გაბრიელ ატალი

08.07.24 11:38
პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მივმართავ - გაბრიელ ატალი

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ქვეყნის პრემიერმა პოსტის ატოვების შესახებ განაცხადა. გაბრიელ ატალის თქმით,  მისმა აპრტიამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა, ამიტომ ის გეგმავს, საფრანგეთის პრეზიდენტს გაადგომის თხოვნით მიმართოს. 

ჩემი ჩართულობა საარჩევნო კამპანიაში ვალდებულება იყო. დღეს პოლიტიკურმა პარტიამ, რომელსაც მე წარმოვადგენდი საარჩევნო კამპანიაში, მართალია ალიანსმა სამჯერ მეტი მანდატი მოიპოვა, ვიდრე პროგნოზირებდნენ, მაგრამ უმრავლესობა არ გვაქვს. ამგვარად, როგორც ერთგული რესპუბლიკის ტრადიციებისა და ჩემი პრინციპებისა, ხვალ დილით რესპუბლიკის პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მივმართავ, - განაცხადა გაბრიელ ატალმა. 

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცნობილია. არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვებული მემრაცხენეების ალიანსია. მეორე ადგილი დაიკავა საპრეზიდენტო ბლოკმა, ხოლო მემარჯვენე პოპულისტური "ნაციონალური გაერთიანება" მესამე ადგილზე გავიდა.    

მსგავსი სიახლეები