რომელი პარტია იქნება "თავისუფლების მოედნის" პარტნიორი? - მოძრაობის წევრები სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ
რას აპირებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" - ლევან ცუცქირიძე და მისი თანაგუნდელები ახლა სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ.
შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. დღეს უნდა გადაწყვიტონ, ვინ იქნება ამ პოლიტიკური ჯგუფის პარტნიორი პარტია და როგორ უნდა ჩაატარონ საარჩევნო კამპანია.
დღეს გვაქვს თავისუფლების მოედნის გუნდის წევრების შეხვედრა, რომ ვისაუბროთ ჩვენი კამპანიის და ჩვენი უახლოესი პოლიტიკური გეგმების შესახებ.
გვექნება რამდენიმე საკითხი დღის წესრიგში -0 პირველი, რა შინაარსის უნდა იყოს კამპანია, რა ძირითადი საკითხების გარშემო უნდა იყოს კამპანია და როგორი უნდა იყოს ის. როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმით და ასევე მისი ინტენსივობით და აქედან გამომდინარე, ვინ იქნებოდნენ თავისუფლების მოედნისთვის ყველაზე სასურველი პოტენციური პოლიტიკური მოკავშირეები ამ არჩევნებისთვის. ამაზე გვექნება დისკუსია, ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენი მანიფესტის ფასეულობებს, გვექნება კონსულტაციები, რა თქმა უნდა, ეს კონსულტაციები მიმდინარეობს, მაგრამ დღეს გვინდა, დავავიწროვოთ ეს სივრცე, კონკრეტული კრიტერიუმები და საკითხები ვთქვათ,“ - ამბობს ლევან ცუცქირიძე.