"ნადირობა ხმებზე" - ვის შეეხება "ოცნების" დაანონსებული ამნისტია და რას ამბობს ოპოზიცია
"ქართული ოცნება" ამ დრომდე არ ამბობს, ვის შეეხება ამნისტია. პატიმრების ციხიდან გამოშვება ოქტომბრის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე იგეგმება, რაც ოპოზიციას აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ივანიშვილის პარტია პატიმრების ოჯახებს ხმების მისაღებად კიდევ ერთხელ გამოიყენებს.
ხელისუფლებას ჰუმანური აქტის მიღება რომ პოლიტიკური ქულების დასაწერად სჭირდება, ადასტურებს ისიც, რომ თვეებია თაროზე აქვთ შემოდებული ამნისტიის შესახებ ოპოზიციის მომზადებული კანონპროექტი.
მართლა რომ პატიმრებზე ზრუნვა ყოფილიყო მიზანი, ამ ამნისტიას ადრე გავაკეთებდით, უფრო მასშტაბურს და გარკვეულწილად აპოლიტიკური გამოვიდოდა, ყველა მიირებდა ამისგან სარგებელს და უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ცხადია, რომ ყველა საკითხი „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო წელს არჩევნების კუთხით აინტერესებს, ამიტომ ეცდება,რ ომ თავის თავს მიაწეროს მაქსიმუმი, მაგრამ გააკეთონ, რას იზამ, - ამბობს "გირჩის" წევრი სანდრო რაქვიაშვილი.
გიორგი გახარიას პარტიაში კი ამბობენ, რომ ამნისტიას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერენ, თუ ის მიხეილ სააკაშვილს არ შეეხება.
შეიძლება სააკაშვილის ამნისტირება ეწეროს და ამ შემთხვევაში მხარს ვერ დავუჭერთ, ამიტომ ვნახოთ პროექტი. იმიტომ, რომ სააკაშვილის ამნისტირება და სააკაშვილის მუხლის ამნისტირება ეს არის ის პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ მიმართულია „ქართული ოცნებისთვის“ მხოლოდდ დად მხოლოდ ერთ ამოცანაზე - დადრჩეს ხელისუფლებაში, გაიხანგრძლივოს ხელისუფლება და ამაში დაიხმაროს მიხეილ სააკაშვილი. „ქართული ოცნებისან“ არაფერია გამორიცხული, - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
"ქართული ოცნების" გულწრფელი ჰუმანურობის არ სჯერა არც ენმ-ს წევრ ანი წითლიძეს.
ამ ამნისტიის პროექტს ახლა აქვს ერთადერთი მიზანი, რმ ამ პატიმრების და მათი ოჯახის წევრების ხმები შემდეგ გამოიყენონ უკვე საარჩევნოდ. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ამიტომ მცდელობა როგორიც არ უნდა იყოს „ქართული ოცნების“, იქნება ეს ამნისტია თუ სხვა, ეს არ უშველის „ქართულ ოცნებას“. ის ოქტომბერში პირწმინდად დამარცხდება და დამარცხდება კოალიციური მთავრობის სასარგებლოდ, - ამბობს ანი წითლიძე.
ამავე აზრს იზიარებს ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაიაც.
ამნისტია ყოველთვის იყო ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ციხეში მყოფი ადამიანების და მათი ოჯახის წევრების ხმების მოზიდვა განეხორციელებინათ, ამიტომ არ მიკვირს. უბრალოდ, ვურჩევდი საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც რეალურად უნდათ ამ ქვეყნის გადარცენა, მიიღონ ყველა სიკეთე ამ ხელისუფლებისგან, მაგრამ, უარლოდ, არჩევანი გააკეთოს სწორი 2024 წლის 26 ოქტომბრეს, - ამბობს თამარ კორძაია.