რეჟიმის დასამარცხებლად საჭიროა ისეთი სიმძიმის ცენტრი, რომელიც სააკაშვილი-კეზერაშვილის ალიანსს მკაფიოდ გაემიჯნება - ბოკერია
"ევროპული საქართველოს" მიჩნია, რომ ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად ყველაზე სწორი გზა ოპოზიციურ ფლანგზე იმ სიმძიმის ცენტრის შექმნაა, რომელიც სააკაშვილ-კერეზაშვილის ერთობისგან გამიჯნული იქნება. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ამ გზის სისწორე იმ კვლევამაც დაადასტურა, რომელიც მესამე სექტორმა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ჩაატარა და რომელშიც "ევროპულ საქართველოს" მონაწილეობა არ მიუღია.
გიგა ბოკერიას თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ საუკეთესო სინერგია "ევროპული საქართველოს", "ახალის" და "ლელოს" გაერთიანებას ექნება. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ამ შეთავაზებით მათ პარტიებს მიმართეს, თუმცა საწყისი მოლაპარაკებების იქით საქმე აღარ წასულა. მისი თქმით, თუ რატომ შევიდა პროცესი ჩიხში, პასუხი თავად ამ პარტიების ხელმძღვანელობებმა უნდა გასცენ.
ორი კვირის წინ „ევროპულმა საქართველომ“ საზოგადოებას გააცნო ჩვენი ხედვა. ჩვენ ვთვლიდით და ვთვლით, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებისთვის საუკეთესო გზა იყო იმ ტიპის სიმძიმის ცენტრის შექმნა პროდადსავლური ოპოზიციის შიგნით, რომელც გააქარწყლებდა ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდას, სააკაშვილის და კეზერაშილის ერთობის მთავარ ალტერნატივად წარმოჩენის თაობაზე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
ეს ხედვა ჩვენ გავაცანით ჩვენს პარტნიორ კონკურენტ პარტიებსაც. ამის შემდეგ ჩატარდა კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციების და ჩვენი კონკურენტი პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით „ევროპული საქართველოს“ მონაწილეობის გარეშე და ამ კვლევამ დამატებითი არგუმენტები შესძინა ჩვენს ხედვას.
ამ კვლევამ, რომლის მონაცემესაც ჩვენ გაგაცნობთ, დაადასტურა ის, რომ რამდენიმე ოპოზიციური ცენტრის ჯამური შედეგი საგრძნობლად უკეთესია ერთიანი სიის შედეგზე და ეს ყველაფერი მანამ, სანამ კონტრპროპაგანდას დაიწყებდა ივანიშვილის რეჟიმი.
ამ კვლევამ ასევე აჩვენა მზარდი რეიტინგი „ევროპული საქართველოსი“. კერძოდ, 4.5% მთელ ქვეყანაში, თბილისში 5.5%-მდე. ანუ ის, რომ სწორი კამპანიის ემთხვევაშ ჩვენ არ გვექნება ბარიერის. ამის მიუხედავად, ჩვენ ახლაც ვთვლით, რომ ყველაზე სასარგებლო და ზუსტი გზაა, სწორედ იმ ტიპის ცენტრების შექმნა, რომლებიც ჯამში მეტ ხმას მოუტანს ოპოზიციურ ამომრჩეველს.
ამ ვითარებაში ამავე კვლევამ გვაჩვენა, რომ საუკეთესო სინერგია ჰქონდა „ევროპული საქართველოს“, „ახალის“ და „ლელოს“ გაერთიანებას, რომელიც 2.5%-ით მეტ შედეგს დებდა, ვიდრე ამ პარტიების ცალკე აღებული ჯამი. ამავე დროს, ოპოზიციური ამომრჩევლის და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 60%-ზე მეტი არ უჭერს მხარს ერთიან სიას.
ბევრი სხვა საინტერესო მოანცემია ამ კვლევაში, მაგრამ მთავარი გზავნილი, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ „ევროპული საქართველოს“ ხედვა იმ ტიპის სიმძიმის ცენტრის შექმნისა პროდასავლურ ოპოზიციაში, რომელიც ცალსახად მთავარ ოპოზიციურ სუბიექტად იქნება წარმოჩენილი, რომელიც მკაფიოდ გაემიჯნება კეზერაშვილის და სააკაშვილის ალიანსს, საუკეთესო გზაა ივანიშვილის რეჟიმის დასამრაცხებლად.
ამ კვლევის გაცნობის შემდეგ და მანამდეც მივმართეთ ამ პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელობას. საწყისი კომუნიკაციის შემდეგ, სამწუხაროდ, ჩვენ ამ პარტიების ლიერებისგან გვესმის მხოლოდ დუმილი. ვისმენთ სატელევიზიო ზოგად განცხადებებს და პროცესი რეალური მოლაპარაკებებისა, რომელშიც ბევრი რამ არის სწრაფად გასარკვევი, რათა ამომრჩეველმა ნათლად დაინახოს სურათი, არსად მიდის, ფაქტობრივად, ჩიხშია შეყვანილი.
ჩვენ არ ვიცით რა არის ამის მიზეზი. არ მინდა ვისპეკულირო, თუმცა ფაქტია, რომ ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ჩვენი ამ გაერთიანების იყო და არის მკაფიო დისტანცირება, გამიჯვნა და დაგმობა იმის, რასაც ჩვენ ვხედავთ სააკაშვილ-კერეზაშვილის ალიანსში. ვგულისხმობ ბელადომანის, კერპთაყვანისმცემლობას, რომელიც ჰგავს „ქართული ოცნების“ სტილს და ჩრდილოვანი ოლიგარქიული მართვის მცდელობას.
ეს არის მიზეზი თუ რომელიმე პოლიტიკური პარტიების ეგოები თუ ორივე ერთად, ამის და მიუხედავად, ჩვენ სრულ უპასუხისმგბელობად მიგვაჩნია მათი მხრიდან ამ ეტაპზე მხოლოდ სატელევიზო განცხადებების გაკეთება და ამ კითხვებზე თუ რატომ არ მიდის ეს პროცესი და რატომ შევიდა ჩიხში, მათ უნდა გასცენ პასუხი. ჩვენ აუცილებლად ჩავთვალეთ, რომ საზოგადოებას სცოდნოდა ჩვენი ხედვა, რა ამოცანას ვისახავდით, რატომ იყო ეს ამოცანა სწორი და როგორ დაადასტურა ამ ამოცანის სისწორე იმ კვლევამ, რომელიც ჩატარდა „ევროპული საქართველოს“ მონაწილეობის გარეშე, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.