გიორგი გაბიტაშვილი ამტკიცებს, რომ პროკურატურა დამოუკიდებელია - კიდევ რა თქვა პროკურორობის კანდიდატმა გასაუბრებაზე

08.07.24 13:48
გიორგი გაბიტაშვილი ამტკიცებს, რომ პროკურატურა დამოუკიდებელია - კიდევ რა თქვა პროკურორობის კანდიდატმა გასაუბრებაზე

ამ წუთებში საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გიორგი გაბიტაშვილს უსმენენ. ექს პროკურორის ირაკლი შოთაძის ყოფილი მოადგილე ამტკიცებს, რომ პროკურატურა დღეს დამოუკიდებელია. თავად წყვეტს რომელი მუხლით დაიწყოს ძიება და რომელი მტკიცებულებების საფუძველზე. თუმცა, პროკურორობის კანდიდატი აღიარებს, რომ საგამოძიებო უწყებაში შესაცვლელია დაზარალებულებთან კომუნიკაციის სტრატეგია.

დღეს პროკურორი არის დამოუკიდებელი. ეს შემიძლია გითხრათ ცალსახად. პროკურორი გამომძიებელთან ერთად დამოუკიდებლად გეგმავს კონკრეტულ საქმეზე საგამოძებო მოქმედებების ჩატარების თანმიმდევრობას, თვითონ წყვეტს, რა საჭირო შუამდგომლობით უნდა მიმართოს სასამართლოს მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, რა კვალიფიკაციით დაიწყოს დევნა ან საერთოდ შეწყვიტოს საქმეზე გამოძიება. თუმცა, აკნონით გათვალისიწნებულ ზოგიერთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საჭიროა, ზემდგომი პროკურორის მონაწილეობა. 
ვფიქრობ, რომ პროკურორის და გამომძიებლის დამოუკიებლობა უნდა შენარჩუნდეს და ყველა ის მნიშვნელოვანი სპექტი, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს პროკურორის დამოუკიებლობას, რა თქმა უნდა, შეიძლება მოამავლში განხილვის და მსჯელობის საგანი გახდეს.
ერთ-ერთი ჩემი პრიორიტეტი ამ მიმართულებით იქნება თაღლითობის და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა. ეს არის დაზარალებულტან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება, - თქვა გაბიტაშვილმა. 

 

გიორგი გაბიტაშვილმა სიტყვით გამოსვლისას  მხოლოდ პროკურატურის მიღწევებზე ისაუბრა. ძირითადად იყენებდა ტერმინოლოგიას, რომ უწყების საქმიანობა კიდევ უფრო გაუმსჯობესდება.

კანდიდატის მოსმენას ესწრება "გირჩის" წევრი იაგო ხვიჩიაც, რომელმაც პროცესის ფორმალობაზე ისაუბრა და გაბიტაშვილს გენერალური პროკურორობა წინასწარ მიულოცა.

მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მომავალი გენერალური პროკურორი ხართ და წინასწარ გილოცავთ ამას, იმიტომ, რომ ამ სისტემაში, უბრალოდ, სხვანაირად წარმოუდგენელი მეჩვენება, რომ ჩვენ მართლა სერიოზულად ვარჩევდეთ ახლა გენერალურ პროკურორს. ეს რთული ამბავია. მე ვიცი, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია, -უთხრა ხვიჩიამ გაბიტაშვილს.  

ხვიჩიამ გაბიტაშვილს ასევე კიტხვა მარიხუანის ლეგალიზაციის საკითხზე დაუსვა.

 თქვენ იცით, რომ რამდენიმე წლის წინ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კანონმებლობაში, რომლის მიხედვითაც ნარკოპოლიტიკა გახდა ლიბერალური. ამაში მეც ვმონაწილეობდი და მეც, ზოგადად, მხარს ვუჭერ ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას მომხმარებლებთან მიმართებაში. გეტყვით, რომ მხოლოდ 2023 წელს ნარკოტიკების მომხმარებელი 520 პირი გვყავს განრიებული. ასევე, ლიბერალური მიდგომები გვაქვს მცირე ოდენობებთან. რაც შეეხება ანრკორეალიზატორებს და გამსაღებლებს, მათთან მიმართებაში ჩვენი პოლიტიკა მკაცრი იყო, არის და მომავალშიც იქნება, - თქვა გაბიტაშილმა ხვიჩიას კითხვის საპასუხოდ.   

ასევე გიორგი გაბიტაშვილმა ქურდული სამყაროს მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება დააანონსა. 

 ქურდული სმაყროს მიმართ მკაცრი და შედეგიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პროკურატურისა ა საგამოძებო დანაყოფების ერთობლივი მუშაობის შედეგად ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და ქურდული სამყაროსთვის მიმართვის ფაქტებზე, მხოლოდ 2022-23 წლებში 165 პირის მიმართ დევნის დაწყება და 170 პირის მიმართ გამამტყუენებელი განაჩენის გამოტანა მიუთითებს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმეგ ბრძოლის შედეგებზე. უნდა შენარცნეს ამ კატეგორიის დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის პრაქტიკა და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები მხოლოდ განსაკუთრებულშემთხვევაში იყოს გამოყენებული, - თქვა გაბიტაშვილმა. 

ამასთან, გაბიტაშვილი ამტკიცებს, რომ ევროკომისიის 9 დათქმიდან 5 შესრულებაშ განსაკუთღებული როლი სწორედ პროკურატურაას მიუძღვის. 

 

მსგავსი სიახლეები