არჩევნებში "ოცნებას" აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა - კალაძე
"რაც არ უნდა პლატფორმები შექმნან, გაერთიანდნენ, დაიშალონ, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა," - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე საუბრობს.
ოპოზიციური პარტიების გეგმებისა და გადაჯგუფების პარალელურად, კალაძე ამტკიცებს, რომ "ოცნება" კონსტიტუციურ უმრავლესობას მოიპოვებს.
რეალურად, ეს ერთი დაჯგუფებაა და მათ ერთი პატრონი ჰყავთ. შეიძლება დღეს სხვადასხვა სახელებით გამოდიან, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისევე როგორც მათ გაერთიანებას არ აქვს მნიშვნელობა. რადიკალიზმი და რადიკალები ყოველთვის განწირულები იქნებიან მარცხისთვის. 2012 წლიდან მოყოლებული ეს ადამიანები აჯანჯღარებენ ჩვენს ქვეყანას. ყველაფერს ცდილობენ იმისთვის, რომ ცუდი შემოიტანონ. საზოგადოების დაპირისპირება, გახლეჩა - ასეთი ქმედებები ყოველთვის განწირულია მარცხისთვის," - ამბობს კალაძე.