ოპოზიცია იმისთვის ერთიანდება, რომ ოდნავ მაინც კონკურენცია გაუწიონ ოცნებას - წილოსანი
"თავისთავად ეს გაერთიანება ემსახურება იმას, რომ ოდნავ მაინც კონკურენცია გაუწიონ ქართულ ოცნებას," - ასე ეხმაურება ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფებას "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი.
როგორც დეპუტატი ამბობს, მმართველი პარტია არჩევნებზე "იმარჯვებს დამაჯერებლად".
ის ემსახურება თავიანთი ურეიტინგო პოლიტიკური პარტიების ცოტა უფრო მეტად გაძლიერებას და უფრო მეტი შანსის მიღებას, რომ ამ არჩევნებში გადალახონ მაინც ბარიერი, თავისთავად ეს გაერთიანება ემსახურება იმას, რომ ოდნავ მაინც კონკურენცია გაუწიონ ქართულ ოცნებას, იმიტომ, რომ ყველა რეიტინგით, ყველა მაჩვენებლით, ზოგადი განწყობებით და მთელი მოსახლეობის რწმენით, ქართული ოცნება იმარჯვებს და იმარჯვებს დამაჯერებლად. ეს გაერთიანება, რომელიც ამ პერიოდამდე ვერ მოხერხდა და ვერ დალაგდნენ, გვამცნობს იმას, რომ ოპოზიციურ პარტიებში არის სრული დაქსასულობა და ისინი დიდი ძალით და დიდი დაქანებით მიექანებიან უკვე რეგრესისკენ,“ - ამბობს ნინო წილოსანი.