"ვერავინ იტყვის, რომ „ოცნებამ" საგარეო კურსი შეცვალა" - კალაძე "ღირსეული პარტნიორის" შეჩერებაზე

08.07.24 14:24
"ვერავინ იტყვის, რომ „ოცნებამ" საგარეო კურსი შეცვალა" - კალაძე "ღირსეული პარტნიორის" შეჩერებაზე

"ვერავინ იტყვის, რომ „ოცნებამ" საგარეო კურსი შეცვალა" - ასე პასუხობს თბილისის მერი აშშ-ის მიერ "ღირსეული პარტნიორის" გაურკვეველი დროით შეჩერებას.

კალაძე ცდილობს დაამტკიცოს, რომ ხელისუფლებას ქვეყნის საგარეო კურსი არ შეუცვლია. 

"მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები გაღრმავდეს, მოხდეს გადატვირთვა და თანამშრომლობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს" - ამბობს კალაძე და "ფარისევლობად" მოიხსენიებს "ქართული ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით.

ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი არის შეცვლილი. ბუნებაში არ არსებობს უბრალოდ. ეს არის ფარისევლობა. არანაირი მაგალითი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კურსი შეცვლილია. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არადემოკრატიული, არაევროპული ნაბიჯები გადადგა. მოყოლებული 2012 წლიდან, ყველა ხელშესახები წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე გაკეთებულია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ.

საქართველო ვერ იქნება ვინმეს ვასალი. შეუძლებელია. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ამისთვის ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს, სისხლი დაღვარეს და არავის მიეცემა იმის შესაძლებელობა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უბრძანოს და გადაადგმევინოს ისეთი ნაბიჯი, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ პრობლემური იქნება ჩვენი სახელმწიფოსა და მოსახლეობისთვის," - თქვა კახა კალაძემ.

 

მსგავსი სიახლეები