არც მეორე ფრონტი დაგვიბრალებია აშშ-თვის არასდროს და არც გლობალური ომის პარტიად მოგვიხსენებია - მდინარაძე

08.07.24 15:25
არც მეორე ფრონტი დაგვიბრალებია აშშ-თვის არასდროს და არც გლობალური ომის პარტიად მოგვიხსენებია - მდინარაძე

"ქართული ოცნებისთვის" ამერიკული წვრთნების შეჩერების გადაწყვეტილება გაუგებარია. მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ "ოცნებას" აშშ მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში არასდროს დაუდანაშაულებია და არც გლობალური ომის პარტიად მოუხსენებია ოდესმე. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამერიკისგან უვიზო მიმოსვლას და თავისუფალ ვაჭრობას ითხოვს, თუმცა პასუხად წვრთნების შეჩერებას ღენუბობს. 

თავისუფალი ვაჭრობა, ფრენები, აი, ამაზე ვსაუბრობთ და პასუხად ვიღებთ, რომ იცით, რა? თქვენ წვრთნები გაგიუქმეთ. მერე ვიღაც იტყვის, იცით, რა, რომ ეს არის აშშ-ს მცდელობა, რომ ჩაერიოს არჩევნებში. ჩვენ ამას არ ვამბობთ, მაგრამ ვიღაც ამას რომ იტყვის, მერე მოხვალთ და „ეთანხმებით თუ არა?“. ეჭვი ამის შესახებ შეიძლება ლეგიტიმური იყოს. მეორე ფრონტიც არასდროს დაგვიბრალებია ჩვენ აშშ-თვის, არც გლობალური ომის პარტია გვიწოდებია აშშ-თვის. ერთი ფრაზა ამომიღეთ, რომ გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ აშშ-ს. ასეთი გადაწყვეტილებების მიღება არის გაუგებარი, - ამბობს მდიბნარაძე. 

შტატები განუსაზღვრელი ვადით ამბობს უარს, ჩაატაროს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები საქართველოს  ტერიტორიაზე. ამერიკა აცხადებს, რომ ამის მიზეზი ის პოლიტიკაა, რომელსაც "ქართული ოცნება" სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებით აწარმოებს.   

მსგავსი სიახლეები