წილოსანი „ღირსეული პარტნიორის” შეჩერებაზე: მეორე მხარესაც საკმაოდ აზიანებს
"ქართული ოცნების" წევრი ნინო წილოსანი ამტკიცებს, რომ წვრთნების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება თავად აშშ-აც აზიანებს. დეპუტატი ამბობს, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების დარესტარტებაა საჭირო.
ეს წვრთნები ყოველთვის კეთდებოდა ორმხრივი ინტერესების ფარგლებში და ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება მეორე მხარესაც საკმაოდ აზიანებს, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ეს პერიოდი არის რაღაც გარკვეული მოცემულობების გადააზრების საშუალება და დრო და როგორც ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, ჩვენ რა თქმა უნდა, ველოდებით პარტნიორებისგან, რომ ჩვენი ურთიერთობების დარესტარტება ანუ ახლებურად, გაცილებით უკეთესი მოცემულობებით და პირობებით დაიწყება, - ამბობს წილოსანი.
შტატები განუსაზღვრელი ვადით ამბობს უარს, ჩაატაროს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე. ამერიკა აცხადებს, რომ ამის მიზეზი ის პოლიტიკაა, რომელსაც "ქართული ოცნება" სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებით აწარმოებს.