გიორგი გაბიტაშვილი პროკურორად არჩევის შემთხვევაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს

08.07.24 15:56
გიორგი გაბიტაშვილი პროკურორად არჩევის შემთხვევაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს

პროკურორობის ყველაზე რეალური კანდიდატი მთავარ საგამოძიებო უწყებაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს. გიორგი გაბიტაშვილმა ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. შოთაძის ყოფილი მოადგილე აპირებს სისტემაში თანამშრომლების ძირითადი ბირთვი  შეინარჩუნოს, თუმცა ცვლილებებსაც განიხილავს.

არ ვფიქრობ, რომ ჩემს გენპროკურორად არჩევის შემთხვევაში რაიმე რადიკალური და განსაკუთრებული ცვლილებებია საჭირო უწყებაში, თუმცა, რა თქმა უნდა, უწყება ცოცხალი ორგანიზმია, ჩვენ გვაქვს გამოწვევები, მომავალშიც იქნება ხალი გამოწვევები და ამ გამოწვევების და ჩვენი მიზნების შესაბამისად, რა თქმა უნდა, საკადრო ცვლილებები არ გამოირიცხება, - ამბობს გაბიტაშვილი.

საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა გაბიტაშვილს კითხვა იმ გახმაურებელ საქმეებზე დაუსვა, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. კომისიის წევრი დაინტერესდა, რამდენად მოახდენს მასზე გავლენას გადაწყვეტილების პროცესში საზოგადოების აზრი.

თუ კანონი და მტკიცებულებები ერთ რამეს გვეუბნება და საზოგადოებრივი აზრი ამისგან განსხვავებულია, აქ ჩვენ მოქმედების მხოლოდ კანონისმიერი საფუძველი გვაქვს და ვფიქრობ, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პროაქტიურად მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ მივიღეთ ესა თუ ის გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებრივი აზრისგან განსხვავდება, - ამბობს გაბიტაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გიორგი გაბიტაშვილს უსმენენ. 

მსგავსი სიახლეები