სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ "ოცნების" ბრძოლა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს - ჭიაბერაშვილი

08.07.24 18:01
სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ "ოცნების" ბრძოლა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს - ჭიაბერაშვილი

სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ "ოცნების" ბრძოლა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს, - ამის შესახებ ენმ-ს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, დასავლელი პარტნიორებისგან მკაფიოს სიგნალი მოდის, რომ ვიდრე ქვეყნის სათავეში "ქართული ოცნებაა", მათთან ურთიერთობები ვერ გამოსწორდება. 

საქართველოს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა დგას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ევროკავშირისა და აშშ-ს მხარაჭერაზე და მათ წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ბრძოლა აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და სამწუხაროდ, ჩვენ მკაფიოდ ვიღებთ სიგნალს, რომ სანამ „ქართული ცონება“ არის ხელისუფლების სათავეში, მანამდე ვერ მოხდება ჩვენი ურთიერობების გამოსწორება ევროკავშირთან და აშშ-თან, - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

შტატები განუსაზღვრელი ვადით ამბობს უარს ჩაატაროს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე. ამერიკა აცხადებს, რომ ამის მიზეზი ის პოლიტიკაა, რომელსაც "ქართული ოცნება" სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებით აწარმოებს. 

მსგავსი სიახლეები