მთავარი ომის და საფრთხის პარტია არის ივანიშვილის რეჟიმი - გიგა ბოკერია
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია "ქართულ ოცნებას" სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში გადადგმული ნაბიჯების გამო აკრიტიკებს. ოპოზიციონერი ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს, ქვეყანა რუსეთის პირისპირ მარტო დაგვტოვოს, ამიტომ მისი თქმით, მთავარი ომის და საფრთხის პარტია სწორედ ივანიშვილის რეჟიმია.
მარტო წვრთნები არ არის. წვრთნები არის ნაწილი იმ პროცესისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის არის სასიცოცხლო. ჩვენ გვჭირდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ზრდა და ჩვენ გვჭირდება ალიანსი თავისუფალ სამყაროსთან, პირველ რიგში, აშშ-თან, ნატოში გაწევრიანება იმისთვის, რომ დაცული ვიყოთ რუსული საფრთხისგან. ამ რეჟიმის ნაბიჯები ჩვენ იზოლაციაში გვახვედრებს და მარტოებს გვტოვებს რუსული საფრთხის წინაშე. მთავარი ომის და საფრთხის პარტია არის ივანიშვილის რეჟიმი, - ამბობს გიგა ბოკერია.
შტატები განუსაზღვრელი ვადით ამბობს უარს ჩაატაროს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე. ამერიკა აცხადებს, რომ ამის მიზეზი ის პოლიტიკაა, რომელსაც "ქართული ოცნება" სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებით აწარმოებს.