ახალი პლატფორმა, ახალი სახელი და ლოგო - ერთიანი პოლიტიკური ფრონტი ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ
ერთიანი პოლიტიკური ფრონტი ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ. ახალი პლატფორმა, ახალი სახელი და ლოგო. დიდი გაერთიანების პრეზენტაცია ამ წუთებში იწყება. ორი პოლიტიკური პარტია, ყოფილი დიპლომატები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. ადამიანების ნაწილი, ვინც აქამდე პოლიტიკური პროცესების მიღმა იდგა, ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას სრულიად ახალი ძალებით იწყებს
ჩვენი ინფორმაციით, დიდ გაერთიანებაში იქნებიან ლაშა ბაქრაძე, გია ჯაფარიძე, ზაზა ბიბილაშვილი, არმაზ ახვლედიანი, თამარ კორძაია და დავით ქაცარავა. კიდევ ვინ შეუერთდება ახალ პლატფორმას, ამას ცოტა ხანში გავიგებთ. ასევე ცნობილი გახდება, ვინ ჩაიბარებს ენმ-ის თბილისის ორგანიზაციას. ფაქტია,რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია არჩევნებზე გასვლას ახალი სახეებითა და ახალი კონფიგურაციით ერთიანობის სახელით გეგმავს.