გაუქმებული წვრთნები - "ოცნება" პასუხისმგებლობას ამერიკას აკისრებს

08.07.24 20:36
გაუქმებული წვრთნები - "ოცნება" პასუხისმგებლობას ამერიკას აკისრებს

"ოცნება" პასუხისმგებლობას ამერიკას აკისრებს - "პასუხები მოსთხოვეთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს" - ასეთია ხელისუფლების გზავნილი  ამერიკული წვრთნების შეჩერებაზე. არადა პენტაგონმა პუნქტობრივად განმარტა, რატომ თქვა უარი ერთობლივ სწავლებებზე -  დეზინფორმაციის გავრცელება და ცრუ ბრალდებები შეერთებული შტატების მიმართ. დღეს ქართული ოცნება თავის მართლების რეჟიმში იყო და ამერიკა გლობალური ომის პარტიის რიგებიდან ამოიღეს.   

თუმცა ტონის შერბილება ოცნებას ვეღარ უშველის. ხელისუფლების ცილისწამების კამპანიამ მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ  უმძიმესი შედეგი გამოიღო. სავიზო სანქციების შემდეგ დაანონსებული ურთიერთობების გადახედვაც დაიწყო და  გაურკვეველი ვადით შეჩერებულია სწავლებები, რომლებიც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. თავდაცვისუნარიანობის შესუსტებასთან ერთად კი  სახეზეა რეპუტაციული ზიანი, რომელიც ქვეყანამ მიიღო.

გაუქმებული წვრთნები - ლიკა ჯანყარაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები