"ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" - ვინ არიან ახალი პოლიტიკური პლატფორმის წევრები

08.07.24 20:42
"ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" - ვინ არიან ახალი პოლიტიკური პლატფორმის წევრები

"ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" - ასე ქვია ახალ პოლიტიკურ პლატფორმას, რომლის პრეზენტაცია რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. „ერთიანობის“ საარჩევნო ნომერი - 5 იქნება.

პლატფორმის წევრები თინა ბოკუჩავამ გააცნო შეკრებილებს:

  • გია ჯაფარიძე - პოლიტოლოგი
  • თამარ კორძაია - დამოუკიდებელი დეპუტატი
  • სოფო ჯაფარიძე - მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი
  • ლაშა ბაქრაძე - ლიტერატურათმცოდნე
  • არმაზ ახვლედიანი - დამოუკიდებელი დეპუტატი
  • გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი
  • ირაკლი ფავლენიშვილი - ენმ-ის წევრი

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ახლა არა დანაწევრების, არამედ ერთიანობის დროა.

„თქვენს წინაშე ვდგავარ უდიდესი პასუხისმგებლობის შეგრძნებით. პასუხისმგებლობის თითოეული თქვენგანის და ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინაშე. ვინც აცნობიერებს და გრძნობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ჩვენი ქვეყნის გადარჩენის შანსია. ეს არის შანსი, დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული არჩევანი. ეს არის შანსი იმ დაპირისპირების და დანაწევრების მორევიდან, რომელშიც ივანიშვილის 12-წლიანი მმართველობა მიგვათრევს, ამოვიდეთ წელში გამართული, ამაყი და სწორედ ამაყი საქართველო შევიდეს ევროკავშირში.

26 ოქტომბრის არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა რეფერენდუმად აქცია - რეფერენდუმად რუსეთსა და ევროპას შორის. 26 ოქტომბრის არჩევნების წინ, ჩვენი ვალია, ვეძებოთ შეხების წერტილები, ის, თუ რა გვაერთიანებს, ახლა არ არის დანაწევრების, დაპირისპირების, ამბიციების ან ეგოების ჭიდილის დრო. ახლა საქართველოსთვის ერთიანობის დროა“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები