დღეს გადავდგით პირველი ნაბიჯი, რათა ოქტომბერში "ოცნება" დავამარცხოთ - კორძაია
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა დასრულდა - ყრილობისშემდგომ ბრიფინგზე განცხადება თამარ კორძაიამ გააკეთა, რომელმაც განმარტა, თუ რატომ შეუერთა პლატფორმას "ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის".
კორძაია ამბობს, რომ მთავარი მოტივი "ქართული ოცნების" დამარცხება და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისეთი პოლიტიკური გარემოს შექმნაა, რომლითაც ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმები არ დაიკარგება.
"ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" წევრმა ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ და კომპრომისული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
წელიწადზე მეტია ვხედავთ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნას, რომ ოპოზიციამ იაროს შეთანხმებით, კომპრომისებით იმისთვის, რათა ოქტომბერში "ქართული ოცნება" იყოს დამარცხებული. ჩვენ დღეს პირველი ნაბიჯი გადავდგით. მე დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ მსგავს გადაწყვეტილებას ერთიანობის და საბოლოო ჯამში, ჩვენ საერთო თანხმობით კოალიციურად დავამარცხებთ "ქართულ ოცნებას". ჩემი გადაწყვეტილებაც სწორედ ამით არის ნაკარნახევი და მე მჯერა, რომ ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება იმპულსის მიმცემი ყველასთვის, რადგან საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ, საკუთარი არჩევანის, გემოვნების მიხედვით ოპოზიციური პარტიების შემოხაზა.
ყველა მნიშვნელოვანი არის ის, რომ ოპოზიციური ერთობები შეიქმნას. ვინც მოვა ჩვენს ერთობაში, დიდი სიამოვნებით მივიღებთ ყველას. მნიშვნელოვანია, რომ ისეთი გარემო შევქმნათ პოლიტიკურმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომ არცერთი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხამ არ დაიკარგოს", - ამბობს კორძაია.
ერთიანი პოლიტიკური ფრონტი ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ. ახალი პლატფორმა, ახალი სახელი და ლოგო. დიდი გაერთიანების პრეზენტაცია ამ წუთებში იწყება. ორი პოლიტიკური პარტია, ყოფილი დიპლომატები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. ადამიანების ნაწილი, ვინც აქამდე პოლიტიკური პროცესების მიღმა იდგა, ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას სრულიად ახალი ძალებით იწყებს
ჩვენი ინფორმაციით, დიდ გაერთიანებაში იქნებიან ლაშა ბაქრაძე, გია ჯაფარიძე, ზაზა ბიბილაშვილი, არმაზ ახვლედიანი, თამარ კორძაია და დავით ქაცარავა. კიდევ ვინ შეუერთდება ახალ პლატფორმას, ამას ცოტა ხანში გავიგებთ. ასევე ცნობილი გახდება, ვინ ჩაიბარებს ენმ-ის თბილისის ორგანიზაციას. ფაქტია,რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია არჩევნებზე გასვლას ახალი სახეებითა და ახალი კონფიგურაციით ერთიანობის სახელით გეგმავს.