საქართველო არის უფსკრულის წინაშე, ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერთიანობა - ახვლედიანი

08.07.24 21:36
საქართველო არის უფსკრულის წინაშე, ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერთიანობა - ახვლედიანი

 

 

"საქართველო არის უფსკრულის წინაშე, ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერთიანობა" - ამის შესახებ განცხადება პოლიტიკური პლატფორმა "ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" წევრმა, არმაზ ახვლედიანმა გააკეთა.

ახვლედიანის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უღალატა, ამიტომ მისი მტკიცებით, "ოცნების" დასასრულებლად როგორც საზოგადოების, ასევე პოლიტიკოსების გაერთიანების დროა. 

საქმე ისაა, რომ მთავარია ჩემთვის წერტილი არ დაესვას საქართველოს ევროპულ მომავალს და დამოუკიდებლობას. დღეს, როგორც არასდროს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერთიანობა, კეთილგონიერი ერთობა პოლიტიკოსების და საზოგადოების და მე ვფიქრობ, რომ ეს მიღწევადია. ეს შესაძლებელია, როგორც არასდროს, უბრალოდ უნდა დავთმოთ ამბიციები და გავაცნობიეროთ, რომ საქართველო არის უფსკრულის წინაშე. ვინც იქნება ამ ერთობაში, კი ბატონო, იქნება ალბათ კიდევ სხვა ერთობა. მთავარია ვიყოთ კეთილსინდისიერად, არა იმიტომ, რომ რაღაცას გამოვრჩეთ, არამედ დავიხარჯოთ საქართველოსთვის. ეს თუ გამოგვივა, მაშინ გამოვა საქმეც. მინდა მოვიკითხო მდინარაძე და ასეთ რამეს ვეტყოდი მის პარტიას. მე მინდა ოპოზიციურ ერთობაში. ოპოზიციურ ერთობაში ვარ იმის შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" უღალატა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ის, თუ რომელ პოლიტიკურ გაერთიანებაში ვიქნები, ჩემი არჩევანია", - ამბობს ახვლედიანი.

ერთიანი პოლიტიკური ფრონტი ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ. ახალი პლატფორმა, ახალი სახელი და ლოგო. დიდი გაერთიანების პრეზენტაცია ამ წუთებში იწყება. ორი პოლიტიკური პარტია, ყოფილი დიპლომატები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. ადამიანების ნაწილი, ვინც   აქამდე პოლიტიკური პროცესების მიღმა იდგა,  ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ  ბრძოლას  სრულიად ახალი ძალებით იწყებს

ჩვენი ინფორმაციით, დიდ გაერთიანებაში იქნებიან ლაშა ბაქრაძე, გია ჯაფარიძე, ზაზა ბიბილაშვილი, არმაზ ახვლედიანი, თამარ კორძაია და  დავით ქაცარავა. კიდევ ვინ შეუერთდება ახალ პლატფორმას, ამას ცოტა ხანში გავიგებთ.  ასევე ცნობილი გახდება, ვინ ჩაიბარებს ენმ-ის  თბილისის ორგანიზაციას.  ფაქტია,რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია არჩევნებზე გასვლას ახალი სახეებითა და ახალი კონფიგურაციით ერთიანობის სახელით გეგმავს.

მსგავსი სიახლეები