"ჩვენს წესდებაში ცვლილებებია" - ბოკუჩავა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წესდებაში ცვლილებები შევიდა - ენმ-ის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განმარტებით, ცვლილება ქალთა კვოტირებას ეხება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ცნობით, ენმ-ისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი ქალების პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა იქნება.
ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა არის ის სახელი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ, მაგრამ მთავარი ფოკუსი იქნება ერთიანობაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად იბრძოლებს. ცვლილება არის ჩვენს წესდებაში, რომლითაც დავიცავთ ქალთა კვოტირებას ჩვენს საარჩევნო სიაში, რაც გააუქმა ივანიშვილის პარტია, რომელიც ქალებს პოლიტიკიდან, საარჩევნო სიებიდან, ქვეყნიდან დევნის", - ამბობს ბოკუჩავა.
ერთიანი პოლიტიკური ფრონტი ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ. ახალი პლატფორმა, ახალი სახელი და ლოგო. დიდი გაერთიანების პრეზენტაცია ამ წუთებში იწყება. ორი პოლიტიკური პარტია, ყოფილი დიპლომატები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. ადამიანების ნაწილი, ვინც აქამდე პოლიტიკური პროცესების მიღმა იდგა, ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას სრულიად ახალი ძალებით იწყებს
ჩვენი ინფორმაციით, დიდ გაერთიანებაში იქნებიან ლაშა ბაქრაძე, გია ჯაფარიძე, ზაზა ბიბილაშვილი, არმაზ ახვლედიანი, თამარ კორძაია და დავით ქაცარავა. კიდევ ვინ შეუერთდება ახალ პლატფორმას, ამას ცოტა ხანში გავიგებთ. ასევე ცნობილი გახდება, ვინ ჩაიბარებს ენმ-ის თბილისის ორგანიზაციას. ფაქტია,რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია არჩევნებზე გასვლას ახალი სახეებითა და ახალი კონფიგურაციით ერთიანობის სახელით გეგმავს.