EU-მ საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა - ჰერჩინსკი

09.07.24 10:17
EU-მ საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა - ჰერჩინსკი

ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. 

დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და ევროკავშირის დახმარება საქართველოს მთავრობისადმი კიდევ შემცირდება. 

ჰერჩინსკიმ პირდაპირ თქვა, რომ გადაწყვეტილებას საფუძვლად საქართველოს მთავრობის ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები დაედო. 

ელჩის თქმით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა 10 ჯერ მეტი იყო ყოველთვის,  ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებისა.  ახლა კი ეს მხარდაჭერა სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედია ორგანიზაციებსკენ წავა:

       

ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაეჩერებინათ. ეს ძალიან გულსატკენია, მაგრამ მათ არჩევანი არ ჰქონდათ.  თვეების განმავლობაში ჩვენ ვუგზავნით მკაფიო გზავნილებს - თუ უცხოური აგენტები გამჭვირვალობის კანონი დამტკიცდებოდა, ამას მოჰყვებოდა შედეგები.  კანონი გავიდა, ახლა სამწუხაროდ, შედეგების დროა.  მინისტრებმა გადაწყვიტეს, რომ შეცვალონ ფინანსური მხარდაჭერა რომელსაც ყოველწლიურად ყველა მთავრობას ვაწვდიდით . საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა 10 ჯერ მეტი იყო ყოველთვის,  ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებისა. 

ჩვენ ახლა ამ მხარდაჭერას სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედია ორგანიზაციებს მივმართავთ. პირველი მსხვერპლი ამ გადაწყვეტილებისა იქნება საქართველოს თავდაცვის ძალები. პირადად ჩემთვის ეს ყველაზე გულსატკენია, რადგან მე ვიყავი პასუხისმგებელი ევროპის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაზე წლების განმავლობაში.  

დაუღალავად ვმუშაობდით, რომ საქართველოს  ევროკავშირისგან მიეღო ბენეფიტები  ევროპის უსაფრთხოების მიმართულებით. კოლეგებთან ერთად, დაუღალავად ვშრომობდით, რომ საქართველოს თავდაცვის დაფინანსებაყოველ წლიურად გაზრდილიყო -  დავიწყეთ 12 მილიონით, გადავედით 20 მილიონზე , შემდეგ 30 მილიონზე, წელს კი ეს მხარდაჭერა გაჩერდა.  მაგრამ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, და იქნება შემდეგი ნაბიჯებიც", - თქვა ჰერჩინსკიმ. 

მსგავსი სიახლეები