Foreign Press USA-ის კორესპონდენტი: "MEGOBARI ACT-ის განხილვა, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიწყება"

09.07.24 11:21
Foreign Press USA-ის კორესპონდენტი:  "MEGOBARI ACT-ის განხილვა, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიწყება"

Foreign Press USA-ის კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, კონგრესში MEGOBARI ACT-ის განხილვა, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიწყება. ამის შესახებ ის პლატფორმა X-ზე წერს. 

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიწყებს საქართველოს სანქციების კანონპროექტზე (იგივე MEGOBARI ACT-ზე) მუშაობას.

როგორც კონგრესის წყაროები მეუბნებიან, მასზე მუშაობა 10 ივლისს დაიწყება და განხილვა/კენჭისყრა მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება,  - წერს რაუფოღლუ.

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონის მიერ შემუშავებული "MEGOBARI აქტი" მოიცავს სანქციებს რუსული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ასევე, თუკი საქართველოს ხელისუფლება კურსს ისევ დასავლეთისკენ შეცვლის, დოკუმენტი სამხედრო და სავაჭრო დახმარების პაკეტს და ვიზალიბერალიზაციას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები