"ცუდი ტონია ჩვენთან ურთიერთობაში, მეტი ანგარიში გაგვიწიონ" - დავითულიანი აშშ-ს დაანონსებულ სანქციებზე
"ქართული ოცნება" აშშ-ს ტონს უწუნებს. საქმე ეხება კარპენტერის განცხადებას, სადაც მან სამხედრო წვრთნების შეჩერების შემდეგ საქართველოში სხვა პროგრამების შეჩერებაც დააანონსა.
ბექა დავითულიანი ისევ ამტკიცებს, რომ ამერიკისგან მსგავსი სადამსჯელო ნაბიჯები არაადექვატურია. სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ ენჯეობის გამჭვირვალეობა ამერიკას არ აწყობდა, რადგან ეს მათ ხელში პოლიტიკური ზემოქმედების ინსტრუმენტი იყო.
ახლა ცდილობენ ვიღაცეები, რომ დასაჯონ საქართველო იმისთვის, რომ მან დაიცვა თავისი ინტერესი. მაშინ, როდესაც ჩვენ ვიღებთ ისეთ კანონს, რომელიც მხოლოდ გამჭვირვალეობას სთხოვს ამ ენჯეოებს, გვეუბნებიან, რომ ახლა ამისთვის გსჯით და რისთის გვსჯით? იმისთვის, რომ დეკლარაცია უნდა წარადგინონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც მათაც კარგად იციან და ჩვენც კარგად ვიცით, რომ ნამდვლად უცხოურო დაფინანსებით ერეოდნენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში. იმხელა არაადეკვატური და არაპროპორციული რეაქცია მოყვა შშ-ს მხრიდან, სხვა დასავლური პოლიტიკური ინტიტუციების მხრიდან, რომ ვხვდები, რომ ეს მათ ხელში, ვიღაცეების, ნამდვილად იყო პოლიტიკური ინსტრუმენტი შიდა პროცესებზე ზემოქმედების. ცუდი ტონია ჩვენთან ურთიერთობაში, მეტი ანგარიში გაგვიწიონ. გააცნობიერონ ამ ქვეყნის საჭიროება მათთვის და მათი პოლიტიკური მიზნებისთვისაც. თვითონვე მიხვდებიან ძალია მალე, რომ ეს ასე არ გამოვა და მათაც არაფერში აწყობთ, - ამბობს ბექა დავითულიანი.
"ქართული ოცნების“ ანტიდასავლური ნაბიჯების გამო შტატები სამხედრო წვრთნების შემდეგ სხვა პროგრამების შეჩერებაზეც მსჯელობს. თეთრი სახლში აცხადებენ, რომ რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი ოლიგარქის პარტიის რუსული პოლიტიკა და დეზინფოციული კამპანია გახდა.